საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა 3,5 მილიონ ადამიანზე მეტს შეეძლება

გამოწერა
სიაში შეყვანილია საზღვარგარეთ, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3,53 მილიონი ადამიანის — პოტენციური ამომრჩევლისგან შემდგარი სია გადასცეს, აღნიშნულია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
არჩევნებისათვის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ პირადობის მოწმობები

ბოლო აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3,7 მლნ ადამიანია. საყოველთაო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.

პოტენციური ამომრჩევლის სიაში მოხვდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იქვეა 30,3 ათასი მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე.

იუსტიციის სამინისტროს ცესკოს გადასცა ამომრჩეველთა სია მათი ბიომეტრიული ფოტოებით. მოგვიანებით ცესკო ამ სიას თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. თითოეულ პოტენციურ ამომრჩეველს მონაცემების შემოწმება შეეძლება.

ყველა ახალი ამბავი
0