როდის არ ეყოლება საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატები

© photo: courtesy of parliamentსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ორ - ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მომზადებულ ვარიანტს განიხილავს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივლენ რათა ახალი პარლამენტი აირჩიონ. ვის მისცემენ ისინი ხმას — ეს კითხვა ჯერაც გაურკვეველია. 

მოქმედი მოდელით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში აირჩევა 77 დეპუტატი პროპორციული წესით  და 73 მაჟორიტარი დეპუტატი. 

ამ დროისათვის, საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ორ — ოპოზიციისა და ხელისუფლების მიერ მომზადებულ ვარიანტს განიხილავს. ორივე ვარიანტი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს, მხოლოდ ოპოზიცია ამას დაგეგმილი არჩევნებისათვის ითხოვს, ხოლო ხელისუფლება — მომავალი. 

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები საქართველოში: როდის შეებრძოლებიან პარტიები ერთმანეთს

მსგავსება და განსხვავება

ცვლილებების ორივე ვარიანტს კენჭისყრისათვის ერთდროულად წარადგენენ. დეპუტატები თავდაპირველად ოპოზიციის ვარიანტს უყრიან კენჭს, ხოლო შემდეგ — უმრავლესობის. 

პრინციპის მიხედვით მსგავსი ცვლილებები, ერთმანეთისაგან მხოლოდ ძალაში შესვლის თარიღით არ განსხვავადება. 

თუკი ხელისუფლება თვლის, რომ 150 სადეპუტატო მანდატი იმ პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს, ვინც ხმათა 4%-ზე მეტს დააგროვებს, ოპოზიცია სთავაზობს პარტიებს შორის ადგილების ორ ეტაპად გადანაწილებას. 

ოპოზიციის ვარიანტით, საკანონმდებლო ორგანოში 75 ადგილს იმ პარტიათა წარმომადგენლები დაიჭერენ, ვინც 5%-იან ბარიერს გადალახავს, ხოლო დარჩენილ 75-ს პროპორციული საოლქო პარტიული სიებით გასული დეპუტატები. 

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება

ამასთან, არც უმრავლესობას და არც ოპოზიციას, არ აქვს ხმათა საკმარისი რაოდენობა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად. კონსტიტუციაში ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება. 

მთავარი კონკურენტები

8 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებზე პარტიებმა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენენ, გადაწყვიტეს ცალ-ცალკე იყარონ კენჭი. 

უკვე ცნობილია, რომ ძირითად კონკურენციას მათ გაუწევს — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ექს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ორივე პარტია ქვეყნის პროდასავლური განვითარების მომხრეა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში თავისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია

წინასაარჩევნო მარათონში ასევე ჩაერთვება საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“. საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, ისინი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას მიიჩნევენ. 

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს ცნობილი საოპერო მომღერალისა და მეცენატის — პაატა ბურჭულაძის სახით. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გადაიქცევა თუ არა მისი „საქართველოს განვითარების ფონდი“ პარტიად. ამ დროისათვის ის აშშ-ში იმყოფება. 


ყველა ახალი ამბავი
0