სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში თავისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია

© AP Photo / Sergei Chuzavkovმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდება.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს, რის შემდეგაც ის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება

„დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ყველა დანარჩენი იმიტაციაა“, — განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ექს-პრეზიდენტის სიტყვებით, არჩევნების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა „უკრაინაში მისიის“ მიტოვებას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სააკაშვილი უკრაინაში გავლენას კარგავს

„ბევრი დრო აღარ რჩება. მუდმივად გვაქვს კონსულტაციები ჩემ მეგობრებთან, ბევრი ჩამოდის და ვხვდები… აუცილებლად ვიპოვი დროს, რომ ჩავერთო აქტიურად არჩევნებში და არჩევნების შემდეგ, დარწმუნებული ვარ,  ჩამოვალ საქართველოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ იმ დიდ მისიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინაში… ეს არ არის არჩევანი — საქართველო თუ უკრაინა, ეს არის არჩევანი — საერთო საუკეთესო მომავალი“, — განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა საქართველო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დატოვა. 2015 წლის მაისში ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა, მანამდე მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0