მაისის ბოლოს თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ეყოლება

© RIA Novosti . Andrej Maksimovპინგვინი
პინგვინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკი ეხმარება.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მაისის ბოლოს თბილისის ზოოპარკი 100-ზე მეტ ბინადარს მიიღებს, განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

2015 წლის წყალდიდობისას დაზარალებულ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ისრაელისა და თურქეთის ზოოპარკები ეხმარებიან.

„ევროპის ზოოპარკებიდან 100-ზე მეტ ცხოველს ველოდებით. მათგან ბევრი ისეთი იქნება, როგორიც თბილისის ზოოპარკში ადრე არ ყოფილა. მაგალითად, ანტილოპა გნუ და დეგუნები, ეს პატარა მღრღნელებია“, — განაცხადა გურიელიძემ პრესკონფერენციაზე.

ზოოპარკი - Sputnik საქართველო
რიგიდან ჩამოყვანილ ცხოველებს თბილისის ზოოპარკი მოეწონათ

გარდა ამისა, ზოოპარკი მიიღებს ვალაბებს (კენგურუს ოჯახის საშუალო ზომის ჩანთოსანი ძუძუმწოვარა ცხოველი), ტაპირებს, პრიმატების ორ ნაირსახეობას, ემუს, წინწკლებიან ირმებსა და პინგვინებს. გურიელიძის თქმით, ახალი ცხოველების მისაღებად ზოოპარკი მზადაა.

„ჩვენ ვოლიერების მშენებლობა ზოოპარკებისა და აკვარიუმების  ევროპული ასოციაციის (EAZA) კონსულტანტების უშუალო მონაწილეობით დავიწყეთ. გარდა ამისა, ჩვენთან ჩამოვიდა არქიტექტორ-დამგეგმარებელი ჰოლანდიიდან, რომელმაც ვოლიერების პროექტები მოგვიმზადა, თან სრულიად უფასოდ“, — აღნიშნა მან.

ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკი ბინადრებს დააზღვევს

რიგამ თბილისის ზოოპარკს მარტში ორი თუთიყუში არა — სახელად ჩაბულისი და ფილიპინა, სამი ლამა ალპაკა —  თომასი, კარმენი და კამენა, აზავერი პუპოლსი და აქლემი ვილი აჩუქა. ახალი ბიუნადრებს, სავარაუდოდ, 29 მაისს ჩამოიყვანენ.

თბილისში დამანგრეველი წყალდიდობა 2015 წლის 13-14 ივნისის ღამე მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0