თბილისის ზოოპარკი ბინადრებს დააზღვევს

© photo: Sputnikზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივნისის წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ნაწილობრივ აღდგა და მუშაობა განაახლა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკმა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში თითქმის სრულად განადგურდა ძლიერი წყალდიდობის შედეგად, თავისი ბინადრების დაზღვევის სურვილი გამოთქვა. 

ივნისის წყალდიდობის შედეგად დანგრეული ზოოპარკი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ნაწილობრივ აღდგა და მუშაობა განაახლა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის გარეუბანში ახალი ზოოპარკი აშენდება, რასაც სავარაუდოდ წელიწადნახევარი დასჭირდება. 

ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობა 20-25 მლნ აშშ დოლარი დაჯდება

ბიზნესსააგენტო Commersant.ge–ს ინფორმაციით, ზოოპარკის ბინადრები აქამდე დაზღვეულები არასდროს ყოფილან, ვინაიდან ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების პაკეტებში ცხოველებისა და ფრინველების დაზღვევა გათვალისწინებული არ არის. 

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ „ადმინისტრაცია სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მომავალი წლიდან დაიწყებს“. მისი თქმით, ზოოპარკის ყველაზე ძვირადღირებული ბინადრები არიან სპილო და მარტორქა, რომელთა ფასიც დაახლოებით 100 ათასი ევროა სათითაოდ. ამასთან, ზოოპარკში სხვა ცხოველებსა და ფრინველებსაც ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ზოოპარკის ადმინისტრაცია ფინანსურ პრობლემებზეც საუბრობს, რაც მათი აზრით, მნახველთა რაოდენობის მკვეთრი შემცირებითაა გამოწვეული. 

თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

„ხალხი რომ არ დადის ამას თავისი მიზეზი აქვს. ყველაზე დიდი მიზეზია ის, რომ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური და ნეგატიური ფონი იყო წყალდიდობის პერიოდში. ჯერჯერობით ეს ყველაფერი ისევ შემორჩენილია და ახსენებს ყველას იმას, რაც გადავიტანეთ. გარკვეული დრო სჭირდება, რომ ახლებურად შევხედოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. თანდათანობით დამთვალიერებლების რაოდენობა იმატებს და იმედი გვაქვს, რომ ზოოპარკი მალე ისევ ისეთი ხალხმრავალი ადგილი გახდება, როგორიც იყო“, — აცხადებს ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშიძე.

 


ყველა ახალი ამბავი
0