რიგიდან ჩამოყვანილ ცხოველებს თბილისის ზოოპარკი მოეწონათ

© photo: Sputnik / Оксана Джаданზოოპარკი
ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქლემმა, სამმა ლამამ, ორმა თუთიყუშმა და აზავერმა, რიგიდან თბილისამდე ხმელეთითა და ზღვით ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ახალ სახლში — თბილისის ზოოპარკში დაიდეს ბინა.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. რიგის ზოოპარკის მიერ თბილისის ზოოპარკისთვის ნაჩუქარმა ცხოველებმა აკლიმატიზაცია გაიარეს და მგზავრობის შემდეგ მშვენივრად გრძნობენ თავს, წერს ზოოპარკის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე.

აქლემი ვილი თბილისში ჩამოვიდა - Sputnik საქართველო
რიგის ზოოპარკის მიერ ნაჩუქარი ცხოველები თბილისის ზოოპარკში ჩამოიყვანეს

რიგამ თბილისის ზოოპარკს ორი თუთიყუში არა — სახელად ჩაბულისი და ფილიპინა, სამი ლამა ალპაკა —  თომასი, კარმენი და კამენა, აზავერი პუპოლსი და აქლემი ვილი აჩუქა. თუთიყუშები თბილისში შაბათს ჩამოიყვანეს თვითმფრინავით, დანარჩენი ცხოველები კი კვირას ბორნით მიიყვანეს ბათუმის პორტამდე.

„ყველა ცხოველმა ნორმალურად გაიარა აკლიმატიზაცია და მშვენივრად გრძნობენ თავს. ბევრნი, მათ შორის, ჟურნალისტები მოდიან და ჩვენს ვილის სტაფილოებითა და ვაშლებით უმასპინძლდებიან. თუთიყუშებიდან ბიჭი უფრო თამამი გამოდგა და უკვე ხელიდან მიირთმევს. ალპაკებიც მიეჩვივნენ ახალ ვოლიერს და კარგად გრძნობენ თავს. ისინი პონებთან ერთად ცხოვრობენ“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" შარაშიძის სიტყვებს.

აზავერი პოპულსი ჯერჯერობით სხვებისგან იზოლირებულად ცხოვრობს — დრო სჭირდება ახალ მობინადრეებთან შესაჩვევად, ამბობს ზოოპარკის წარმომადგენელი.

რიგის ზოოპარკის საჩუქარი თბილისის ზოოპარკს.

Posted by Kakha Artsivadze on 2016 წლის 23 მარტი, ოთხშაბათი

თბილისში ანტვერპენიდან, ამერსფორტიდან, დუისბურგიდან, უიფსეიდიდან, იზმირიდან და სხვა ქალაქებიდან ასევე ჩამოვლენ მაკაკები, მანგუსტები, ჰამადრილები, მაჩვები, მაჩვზღარბები, ტაპირები, ვალაბები (პატარა  ზომის კენგურუ — რედ.) და სხვა ცხოველები.

ყველა ახალი ამბავი
0