თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ქალაქ სამტრედიას სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი ცოტნე შენგელია 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო პირველობაში 22 სპორტსმენი მონაწილეობდა.
„ჩემს გამარჯვებას მაშველებსა და მეხანძრეებს ვუძღვნი“, — თქვა შენგელიამ.
საქართველოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მეხანძრე-მაშველები დახვდნენ.
ცოტნე შენგელია შერეულ ორთაბრძოლებში 2012 წლის მსოფლიო თასის მფლობელი და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. 2014 წელს იგი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ცოტნე შენგელია თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში საქართველოს ჩემპიონია. 2002 წელს მან თავისუფალ ჭიდაობაში აზიის ჩემპიონობა მოიპოვა