საქართველომ რიოს ოლიმპიადისთვის 30–ე ლიცენზია მოიპოვა

© UWWორთაბრძოლა
ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში ბრაზილიის 2016 წლის ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ოცდამეათე ლიცენზია მოუტანა, იუწყება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი.

ჭიდაობა, რამაზ ნადარეიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ 29-ე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ულან–ბატორში (მონღოლეთი) გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე იაკობაშვილი ფინალში გავიდა 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში და ავტომატურად მიიღო რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში ექვსი შესაძლებლობიდან ექვსივე გამოიყენა და ახლა სრული შემადგენლობით წარსდგება ბრაზილიის ოლიმპიადაზე.

რიო–დე–ჟანეიროში გაემგზავრებიან:

•    ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-57 კგ)

•    ზურაბ იაკობაშვილი (-65 კგ)

•    იაკობ მაკარაშვილი (-74 კგ)

•    სანდრო ამინაშვილი (-86 კგ)

•    ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ)

•    გენო პეტრიაშვილი (-130 კგ)

ყველა ახალი ამბავი
0