საქართველომ 29-ე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

© UWWჭიდაობა, რამაზ ნადარეიშვილი
ჭიდაობა, რამაზ ნადარეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე რამაზ ნადარეიშვილმა მონღოლეთში ტურნირის ფინალში გავიდა და ოლიმპიურ თამაშებზე საგზური მოიპოვა.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ბარძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე რამაზ ნადარეიშვილმა (-98 კგ) საქართველოს ნაკრებისთვის 29-ე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, იუწყება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის საიტი.

საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც ამ დღეებში მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში მიმდინარეობს, ნადარეიშვილი ფინალში გავიდა და რიოს თამაშებზე საგზური ავტომატურად მიიღო.

ცურვა - Sputnik საქართველო
მოცურავე კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა

ბარძნულ-რომაული ჭიდაობის საქართველოს ნაკრებისთვის ბრაზილიის ოლიმპიადის  ეს ლიცენზია  რიგით მესამეა. ულან-ბატორის ტურნირზე რიოს თამაშებზე საგზურებისათვის საქართველოს კიდევ ორი წარმომადგენელი იასპარეზებს: რევაზ ლაშხი    (-59 კგ) და მძიმე წონითი კატეგორიის მოჭიდავე იაკობ ქაჯაია.

ყველა ახალი ამბავი
0