მოცურავე კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვა

© photo: Sputnikცურვა
ცურვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მოცურავეებს ოლიმპიადაზე ერთი საგზური გარანტირებული აქვთ, მაგრამ საქართველოს კონკრეტულად ვინ წარადგენს, მოგვიანებით დადგინდება.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოცურავემ თეიმურაზ კობახიძემ თავისი ქვეყნისთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე 28-ე ლიცენზია მოიპოვა, იუწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური საიტი. 

ეს ბელორუსის ღია პირველობაზე მოხდა, სადაც კობახიძემ 200 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით მეორე ადგილი დაიკავა, და 1:51.75 შედეგი აჩვენა.

შედეგმა საქართველოს „ბ“ კატეგორიის ლიცენზიის გარანტია მისცა. ეს ნიშნავს, რომ მამაკაცთა შორის საქართველოს ცურვის ნაკრებს ბრაზილიაში ერთი ადგილი გარანტირებული აქვს. მაგრამ მოცურავეებიდან ოლიმპიადაზე ქვეყანას ვინ წარადგენს, ამას საქართველოს ცურვის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად გადაწყვეტს. არჩევანი სპორტსმენების შედეგებიდან გამომდინარე გაკეთდება. თანაც არჩეულ მოცურავეს ცურვის ნებისმიერი დისციპლინის წარდგენა შეეძლება.

მძლეოსნობა - Sputnik საქართველო
მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი სარეიტინგო ქულები მოიპოვა
 

ამავე შეჯიბრზე ირაკლი რეხვიაშვილმა თავისუფალი სტილით 400 მეტრიან დისტანციაზე 3:56,05 შედეგით გაიმარჯვა, რაც რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივზე 2,5 წამით უკეთესია.

ამასთან ერთად რეხვიაშვილმა საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და 810 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0