მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი სარეიტინგო ქულები მოიპოვა

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიმძლეოსნობა
მძლეოსნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეჯიბრებების შემდეგ მძლეოსნობაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა შედეგების ფონზე ლომთაძის მაჩვენებლები სრულებით დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გიორგი ლომთაძემ (-77 კგ) საქართველოს ნაკრებს მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სარეიტინგო ქულები მოუტანა. ჩემპიონატი ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში მიმდინარეობს. 

ლომთაძემ მთლიანობაში 331 კგ (149კგ ატაცში და 182კგ კვრაში) აწია და 24–ე ადგილი დაიკავა. ამან გუნდს ორი სარეიტინგო ქულა მოუტანა.

ამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ყაზახეთის წარმომადგენელი  ნიჟათ რახიმოვი გახდა (372 კგ). ვერცხლი ჩრდილოკორეელ კიმ კვანგ სონგს ერგო, ბრინჯაო — ეგვიპტელ მოჰამედ მაჰმუდს.

შეჯიბრებების შემდეგ მძლეოსნობაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა შედეგების ფონზე ლომთაძის მაჩვენებლები სრულებით დამაკმაყოფილებელია.

ჰიუსტონში შედგა თათია ლორთქიფანიძის (-63) დებიუტი. ორი სახეობის მიხედვით ჯამში მან 174 კგ აწია, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო „С“ ჯგუფში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა და ფინალში გასვლა ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრების ძირითადი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე — ეს საერთო გუნდურ ჩათვლაში, მინიმუმ, 24–ე ადგილის დაკავება და რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადისთვის სამი ლიცენზიის მოპოვებაა. 


ყველა ახალი ამბავი
0