პრეზიდენტი: საქართველოს განვითარება ჟურნალისტების გარეშე შეუძლებელია

© FB/Георгий Маргвелашвилиსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტების ეფექტური საქმიანობის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოს სრულფასოვანი ფუნქციონირება, თვლის გიორგი მარგველაშვილი.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების პროცესში. 

საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ს 2016 წლის მოხსენების თანახმად,  საქართველომ ევრაზიის რეგიონში მედიის თავისუფლების დონით პირველი ადგილი დაიკავა. საქართველომ 100 შესაძლებლიდან 49 ქულა დააგროვა და რეგიონში ყველა თავის მეზობელს გაასწრო. 

„ჟურნალისტთა კორპუსს "მეოთხე ხელისუფლებას" უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება“, — ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში. 

ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
საქართველო ევრაზიაში მასმედიის თავისუფლების დონით ლიდერობს

მარგველაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა რეგიონალური მედიის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების საქმეში. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა ხელისუფლების, სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა თავისუფლების გამოხატვის დაცვა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. 

პრესის მსოფლიო დღე 1994 წლიდან ყიველ წელს 3 მაისს აღინიშნება. 

იგი გარეოს გენერალურმა ასემბლეამ დააწესა 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული სპეციალური რეზოლუციით. 


ყველა ახალი ამბავი
0