საქართველო ევრაზიაში მასმედიის თავისუფლების დონით ლიდერობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიტელეოპერატორი
ტელეოპერატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Freedom House-ის მოხსენების თანახმად, საქართველოში მასმედია ნაწილობრივ თავისუფალია.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო პირველ ადგილზეა ევრაზიის რეგიონში მასმედიის თავისუფლების დონით, ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის წლევანდელი მოხსენება.

გაზეთები - Sputnik საქართველო
საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მაჩვენებლები გააუმჯობესა

საქართველომ 100-ქულიან რეიტინგში 49 ქულა მიიღო და რეგიონში ყველა მეზობელ სახელმწიფოს გაუსწრო. მასმედიის თავისუფლების მაჩვენებლების მიხედვით რეგიონში ასეთი ვითარებაა:

•    თურქეთი — 71 ქულა

•    სომხეთი — 63 ქულა

•    აზერბაიჯანი — 89 ქულა

•    რუსეთი 83 ქულა

ეს ქვეყნები Freedom House-მა შეაფასა როგორც „არათავისუფალი მასმედიის მქონე ქვეყნები“.

ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის თავისუფალი პრესა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში — ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთშია. ნახევრადთავისუფალია მასმედია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, წერს Freedom House.

რეიტინგში თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზე არიან ნორვეგია, ბელგია და ფინეთი.

ყველაზე ცუდი მაჩვენებლები დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.

ყველა ახალი ამბავი
0