თსუ-ში კანცლერის პოსტზე კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს

გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია 13 მაისს დასრულდება. მარტის დასაწყისში კანცლერის არჩევნები სტუდენტური პროტესტის ერთგვარი კატალიზატორი გახდა.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის თანამდებობაზე კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო.

მარტის დასაწყისში სტუდენტთა პროტესტის კატალიზატორი სწორედ კანცლერის არჩევნები გახდა. სტუდენტები ამ თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის დანიშვნას აპროტესტებდნენ და მას სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდნენ. ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო ამ თანამდებობაზე და სტუდენტების ზეწოლით მან მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

კანდიდატების რეგისტრაცია 13 მაისამდე გაგრძელდება. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო კონკურსანტებს ორ ეტაპად შეაფასებს — შეამოწმებს დოკუმენტაციას და პრეტენდენტს გაესაუბრება. ის ერთ კანდიდატს შეარჩევს და 10 ივნისამდე სენატს წარუდგენს.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს-ს თსუ-ის ირგვლივ მოვლენებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ

ბოლო დროს საქართველოს ყველაზე დიდ უნივერსიტეტში დაძაბული ვითარებაა. სტუდენტები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის გატარებისა და უნივერსიტეტის სპეცსამსახურებისგან „გაწმენდის“ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ.

თსუ-ში პროტესტის პირველ ტალღას მისი რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. დღეს ის სტუდენტების დასაცავად დგას. მეორე ტალღა მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. სტუდენტებმა აქცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. პრემიერი მათ რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

ამჟამად თსუ-ის რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელია დარეჯან თვალთვაძე.

უნივერსიტეტის რექტორს აგვისტოში აირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0