თბილისი, 1 მაისი — Sputnik. 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა და პირველობას თურქეთსა და ირლანდიას უთმობს. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან იანვარ-მარტის პერიოდში 8,3%-ით გაიზარდა 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 185 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ ამ პერიოდში საქართველოს სრული სავაჭრო ბრუნვის 8,6% შეადგინა
ექსპორტი — ღვინო, მინერალური წყალი, თხილი
იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა და 38,5 მილიონი დოლარი შეადგინა — 8,7 % საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის.
ამ პერიოდში რუსეთში ექსპორტირებულია ნატურალური ყურძნის ღვინოები 9,9 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც 3,8 მილიონი დოლარით აღემატება 2015 წლის იანვარ-მარტის პერიოდს. რუსეთი ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ ექსპორტიორად რჩება.
მინერალური წყლების ექსპორტი 812 ათასი დოლარით გაიზარდა და 9,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სპირტიანი სასმელების ექსპორტი 1,8 მილიონი დოლარით გაიზარდა და 3,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
თხილის ექსპორტი გაიზარდა 453 ათასი დოლარით და 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
იმპორტი — გაზი, ნავთობპროდუქტები, ხორბალი
პირველ კვარტალში დაფიქსირებულია რუსეთიდან იმპორტის მოცულობის ზრდა. იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 2%-ით გაიზარდა და 145,5 მილიონი დოლარი შეადგინა — საქართველოს საერთო იმპორტის 8,6%.
ნავთობი და ნავთოპროდუქტები შემოტანილია 60,7 ატასი ტონა 23,4 მილიონ დოლარზე, რაც 15,6 მილიონი დოლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ პერიოდს.
ამავე პერიოდში, რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 65 ათასი ტონა ხორბალი 12,4 მილიონ დოლარზე, რაც 12,4 მილიონი დოლარით ნაკლებია 2015 წლის იანვარ-მარტის პერიოდზე. ელექტროენერგიის იმპორტი 2 მილიონი დოლარით სემცირდა და 13,6 მილიონი დოლარი შეადგინა.