ქართული ღვინის თავგადასავალი რუსეთში

გამოწერა
მალე სამი წელი შესრულდება, რაც ქართული ღვინო რუსულ დახლებს დაუბრუნდა. რუსეთის მოსახლეობა გაახარა „ხვანჭკარისა“ და „რქაწითელის“ გამოჩენამ და ყუთებით დაიწყო მისი შეძენა. მაგრამ როგორაა საქმე ახლა, როდესაც მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი თითქოს დარეგულირდა?

Sputnik–ი პროფესიონალ მეღვინეებს გაესაუბრა და ქართული ღვინის მარკეტინგული პერსპექტივები გაარკვია.

ნოსტალგიის გემო

ახლა რუსეთში ქართული ღვინის შეძენა ნებისმიერ სუპერმარკეტშია შესაძლებელი. არც საბჭოთაკავშირისდროინდელი დეფიციტი არსებობს და არც 2006–2013 წლების აკრძალვა მოქმედებს. როგორც იტყვიან, საქმე შეძლევა–აღებაზეა. და როგორ იქცევა მყიდველი?

„ქართული ღვინოები მყიდველთა სხვადასხვა ჯგუფებშია პოპულარული, — ამბობს სომელიე მაქსიმ დიაჩენკო. — თუმცა უფრო მეტად მას ასაკოვანი ადამიანები ეტანებიან, ისინი, ვისაც კარგად ახსოვს ქართული ღვინო საბჭოთა დროიდან. ბევრი ნოსტალგიით იხსენებს რაღაც ღირსშესანიშნავ მომენტებს საკუთარი ახალგაზრდობიდან, რომლებიც „რქაწითელითა“ თუ „მუკუზანით“ აღუნიშნავთ“.

ქართველმა მეღვინეებმა, მას შემდეგ, რაც მათი პროდუქცია კვლავ დაუშვეს რუსეთის ბაზარზე, საშუალო ფასების ნიშის დაკავება გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ღვინო, შესაძლოა, სხვადასხვა ხარისხისა იყოს.

ვლადიმირ ლეპეხინი - Sputnik საქართველო
რუს მომხმარებელს ქართული ღვინო უყვარს

„შესაძლოა ერთი მწარმოებელი რაღაც ტკბილ ნარევს უშვებდეს, მეორე კი საკუთარ მოდერნიზებულ საწარმოში ხარისხიან ღვინოს ამზადებდეს, — ამბობს სომელიე. — თუმცა ერთ ბოთლზე 400–1000 რუბლის ღირებულების ღვინოების კატეგორიაში ქართული ღვინო სავსებით კონკურენტუნარიანია. პრემიალურ სეგმენტში საქართველოს ჯერ არაფერი შემოუთავაზებია განსხვავებით საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და სხვა მწარმოებლებისგან“.

ყირიმული კონკურენცია

ცნობილი მწერალი და ტელეწამყვანი, სარესტორნო ქსელი „პური და ღვინის“ მფლობელი სერგეი მინაევი კი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის პოპულარობა ძალიან დაეცა სხვადასხვა გარემოებათა გამო.

„საბჭოთა კავშირში, პრაქტიკულად, არანაირი ღვინო არ არსებობდა ქართული, ყირიმული და მოლდოვური ღვინოების გარდა. აქედან საუკეთესოდ ქართული ღვინო მიიჩნეოდა. გაყიდვების ლიდერები იყო „ქინძმარაული“ და „ხვანჭკარა“ მანამ, სანამ სამამულო ბაზარზე სხვა ქვეყნების ღვინოები არ გამოჩნდა“, — ამბობს რესტორატორი.

სერგეი მინაევის აზრით, 90–იან წლებში ქართული ღვინო ინერციით ინარჩუნებდა პოპულარობას, მოგვიანებით — მომხიბლავი ფასით. მერე ემბარგოსთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენები მოხდა და ახლა ქართული ღვინო ისევ დაბრუნდა რუსულ ბაზარზე.

© Sputnik/ Сергей Пятаковქართული "ხვანჭკარა" მოსკოვის სუპერმარკეტ "არომატნი მირის" სტენდზე
ქართული ხვანჭკარა მოსკოვის სუპერმარკეტ არომატნი მირის სტენდზე  - Sputnik საქართველო
ქართული "ხვანჭკარა" მოსკოვის სუპერმარკეტ "არომატნი მირის" სტენდზე

„ციფრებითა და საბაჟო სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ემბარგოს გაუქმებიდან პირველ წელს რაღაც სასოწარკვეთილი ტალღა აგორდა: საქართველოდან ძალიან ბევრი ღვინო შემოვიდა. მომდევნო წელს მათზე მოთხოვნა შესუსტდა: ფასები მაღალი იყო, ევროპელი მწარმოებლების ფასებს უთანაბრდებოდა, ხარისხი კი ძველი საბჭოთა დონისა იყო“.

სერგეი მინაევის თქმით, ქართულ ღვინოს უკვე ყირიმული ღვინო უწევს სერიოზულ კონკურენციას. 

„ამჟამინდელ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ადამიანი უპირველესად საკუთარ საფულეზე აკეთებს ორიენტაციას. გავოგნდი, როცა შარშან შევიტყე, რომ ყირიმში არაჩვეულებრივი მოსავალი მოჰყავთ. მშვენიერი ღვინოები აქვთ და თანაც ქართულზე ბევრად იაფი. ახლა საქმე ინვესტიციაზეა და ორ–სამ წლიან ვადაზე“, — ამბობს მინაევი.

ტკბილი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

როგორ უნდა გაუძლონ ქართველმა მეღვინეებმა კონკურენციას? მაქსიმ დიაჩენკოს აზრით, ფასების დაწევით მოთხოვნის გაზრდაა შესაძლებელი. ამაში რთული არაფერია. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ფასის დაკლების შემთხვევაში ხარისხიც დაიწევს. შესაბამისად, ამის გაკეთება არ ღირს. ქართულ ღვინოს ისეთი თვისებები აქვს, რომელთა გამოც აფასებენ მას მომხმარებლებიც და პროფესიონალებიც.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველოდან ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდან 56%-ით გაიზარდა

„რუსულ ბაზარზე ტრადიციულად ტკბილი ღვინოებია პოპულარული, რომელთაც შაქრის მაღალი შემცველობა აქვთ. სწორედ ასეთია ქართული ღვინო — უნიკალური კლიმატური პირობებისა და განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით. ეს სიტკბო იზიდავს სწორედ რუს მომხმარებელს“, — ამბობს სომელიე.

მასობრივ მომხმარებელს შაქარი, ხოლო საქმის მცოდნეებს სულ სხვა რამ იზიდავს.

„ქართული წითელი ღვინოების უმეტესობა „საფერავზეა“ დამზადებული. ეს მძლავრი, მაძღარი, საკმაოდ მწკლარტე და მომჟავო ჯიშია. „საფერავზე“ დამზადებულ ღვინოში ხილის ნოტებიც კი შეიძლება იყოს. თეთრი ღვინოები, როგორც წესი, მსუბუქია, საზაფხულო, ხილისა და ყვავილების არომატის შემცველი“, — ასკვნის დიაჩენკო.

© Sputnik/ვლადიმირ ფედორენკოქართული ღვინო რუსულ დახლებზე
ქართული ღვინო რუსულ დახლებზე  - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო რუსულ დახლებზე

ღვინის მცოდნე იმ ფაქტსაც აღიარებს, რომ ქართული ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დღეგრძელ ადამიანთა უმეტესობა ხომ ყოველდღე სვამდა თითო ჭიქა ღვინოს.

© Sputnikრუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა - Sputnik საქართველო
რუსეთ–საქართველოს სავაჭრო დინამიკა

 

ყველა ახალი ამბავი
0