საქართველო ციფრებში - მოსახლეობის ბოლო აღწერა

© photo: Sputnik / Levan Avlabreliფლეშმობი
ფლეშმობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის აღწერის წყალობით ცნობილი გახდა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, რა მდგომარეობაა მიგრაციის კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.

თბილისი, 29 აპრილი —Sputnik. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ხუთშაბათს 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა. 

აღწერამ გამოავლინა, ვინ და როგორ ცხოვრობს საქართველოში. ეს არასრული მონაცემებია, ვინაიდან აღწერამ ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 87% მოიცვა. მასში არ არის შესული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაცემები. 

სპეციალურად მომზადებულმა 10 ათასმა აღმწერმა ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის 3 726 ქალაქისა და სოფლის ყველა სახლი მოიარა. ტონობით ანკეტა ორი წლის განმავლობაში მუშავდებოდა და ახლა უკვე შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია საქართველოზე. 

საქართველო — ეს…

საქართველო — ეს ის ქვეყანაა, რომელშიც 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს, აქედან თითქმის 30% — თბილისში. საქართველოში ქალები 168 ათასით ჭარბობენ მამაკაცებს. ამის პარალელურად, 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბიჭები 35.4 ათასით მეტნი არიან გოგონებზე.  

მოსახლეობის ძირითად ნაწილს 15–დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეები შეადგენენ — ეს მთელი მოსახლეობის 67,1%-ია. ქვეყანაში 14,3% პენსიონერია, ხოლო 18,6% — ბავშვი. 

საქართველო — ეს ის ქვეყანაა, სადაც 100 წლამდე ძირითადად ქალები ცოცხლობენ. 95 წელს გადაცილებული დღეგრძელი ადამიანიდან 1.3 ათასი ქალი და მხოლოდ 200 მამაკაცია. 

ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა ქართველები არიან — მოსახლეობის 86,8%. დანარჩენ 13.2%-ს კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შეადგენენ. მათ შორის ყველაზე მეტნი არიან აზერბაიჯანელები — 233 ათასი და სომხები – 168,1 ათასი. 

საქართველოში სულ 26.5 ათასი რუსი ცხოვრობს, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს. ასევე არიან: ოსები —14,4 ათასი კაცი, უკრაინელები — 6 ათასი კაცი, ქურთები — 12.2 ათასი კაცი, ქისტები — 5.7 ათასი, 5.5 ათასი — ბერძენი და 2.4 ათასი — ასირიელი. 

აღსანიშნავია, რომ 1.1 ათასმა გამოკითხულმა უარი თქვა ეროვნების დასახელებაზე (ან არ მიუთითა).  

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
საქართველოში მოსახლეობის 86,8% ქართველია

საქართველო — ეს ის ქვეყანაა, სადაც უმაღლესი განათლება მოსახლეობის 26.7%–ს აქვს, ხოლო პროფესიული — 17.4%–ს. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონეთაგან 78% ქალაქებში ცხოვრობს. 

საქართველო და რელიგია

აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 0.5% ათეისტი ცხოვრობს. 

მოსახლეობის 83.4% მართლმადიდებელია, 10.7% — მუსლიმი, 2.9% — სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი, ხოლო 0.5% — კათოლიკე. 

საქართველოს მოსახლეობის 0.3% იეღოვას მოწმეა, 0.2% — იეზიდი, 0.1% — პროტესტანტი, ხოლო 0.03% — იუდეველი. 

გამოკითხულთა 0.9%-მა უარი თქვა საკუთარი რელიგიური აღმსარებლობის დასახელებაზე (ან არ მიუთითა). 

საქართველო და მიგრაცია

2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხნით გავიდა 88.5 ათასი ადამიანი, აქედან უფრო მეტი — ქალი. 

აღწერამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად უცხოეთში ხანგრძლივად საცხოვრებლად მიდის თბილისისა და იმერეთის მოსახლეობა. 

ყველაზე მეტი ადამიანი წასულია რუსეთში — ემიგრანტთა 21.7%, საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში.  

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთიდან არის

გერმანიაში სულ ემიგრანტთა 7.1%-ია წასული. საქართველოს მოქალაქეები გასულები არიან აშშ–ში, ესპანეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. 

აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსულები 97.5 ათასით ჭარბობენ უცხოეთში წასულებს. ამასთან, ჩამოსულთა დიდი ნაწილი რუსეთიდანაა. 

საქართველოში ასევე ჩამოდიან საბერძნეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.

როგორ ტარდებოდა აღწერა:

აღწერისთვის ანკეტის ოთხი ფორმა იყო მომზადებული.

პირველი — საცხოვრებლის შესახებ ანკეტა იყო, მეორე — ოჯახის თითოეულ წევრზე გათვლილი ინდივიდუალური ფორმა, რომლის შეკითხვებიც ეხებოდა ასაკს, სქესს, რელიგიას, ეთნიკურ კუთვნილებას, დასაქმებას, განათლებას; მესამე — მიგრანტებისთვის განკუთვნილი ფორმა იყო, რომელსაც უცხოეთში 2002 წლის შემდეგ წასული ადამიანების ოჯახების წევრები ავსებდნენ; მეოთხე ფორმა სასოფლო–სამეურნეო ნაწილს ეხებოდა. 

სულ აღწერისთვის გამოყოფილი იყო 13 მლნ ლარი. 


ყველა ახალი ამბავი
0