საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთიდან არის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა რუსეთში ემიგრირებს, და ასევე საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთიდან არის.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში იმიგრანტთა რაოდენობა  დაახლოებით 185,7 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგან ნახევარზე მეტი  (95,8 ათასი) რუსეთიდან ჩამოვიდნენ. იმიგრანტები საქართველოს მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 5%-ს შეადგენენ. მათგან 51,9% მამაკაცები და 48,1% ქალები.

ამასთან, საქართველოდან 88,5 ათასი ადამიანი ემიგრირებულია. ძირითადად რუსეთში 51,6 %, საბერძნეთში (8,3%) და უკრაინაში  (8,1%).

საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ში დიასპორას შეხვდა

საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკვლევისას გაითვალისწინეს ოჯახების შემადგენლობა, მათი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მცხოვრებთა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, დასაქმება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აღწერამ აჩვენა, რომ 13 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0