თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში ქართულ დიასპორას შეხვდა, იუწყება პრესსამსახური.
საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებს უთხრა, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ქართული დიასპორის გამოცდილება შეიძლება გამოდგეს სახელმწიფოს მართვაში.
„ემიგრანტების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა, რომელშიც შესაძლებელია თქვენი ჩართვა და ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო მმართველობაა. თქვენ ხართ ნაწილი იმ საზოგადოების, ისეთი სახელმწიფო მოწყობის, რომლისკენაც მიისწრაფვის საქართველო“, — განაცხადა საქართველოს
მარგველაშვილის თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დიასპორასთან კავშირის გაღრმავება და სახელმწიფოს მხრიდან მათ მოთხოვნებსა და ინტერესებზე აქტიური რეაგირება.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმიგრანტების პროფესიული გამოცდილების გამოყენების მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
„ბიზნესში დასაქმებული იმიგრანტების სამეწარმეო უნარების გამოყენება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს“, — თქვა პრეზიდენტმა.
ქართულ დიასპორასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თავდაცვის მინსიტრი, გენერალური შტაბის სარდალი და ასევე პარლამენტის წევრები.