თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი (59%) დადებითად აფასებს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ. ასეთი შედეგი აჩვენა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიურმა კვლევამ.
რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკა:
ნაწილობრივ დადებითია გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ძალიან კარგია 14%-ის აზრით.
რუსეთისადმი მიდგომა:
ნაწილობრივ არ მოსწონს გამოკითხულთა 18%-ს, ძალიან არ მოსწონს 11%-ს.
რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით:
უსაფრთხოდ მიაჩნია თავი გამოკითხულთა 53%-ს, საფრთხეს გრძნობს 42%.
რუსეთთან დიალოგს:
სრულად უჭერს მხარს 59%, ნაწილობრივ ემხრობა 24%.
საქართველოს პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთზე:
აღნიშნულ მოსაზრებას მხარს უჭერს რესპონდენტთა11%, თუმცა ამ ნაწილსაც იმავდროულად მიაჩნია, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს ევროკავშირისა და დასავლეთის მოკავშირედ; 4% მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ქვეყნის პოლიტიკა სრულად პრორუსული უნდა იყოს.
საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური:
მხარს უჭერს 52%, თუმცა რუსეთთან ურთიერობების შენარჩუნებით; მხოლოდ პროდასავლური — 22%.
საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, შესაბამისად, 79% და 85%-მა.
IRI–მ 12 მარტიდან 2 აპრილამდე მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის 1,5 ათასი მუდმივად მცხოვრები გამოკითხა, რომელთა ასაკი 18 წელს აჭარბებს. ცდომილება შეადგენს 2,5%-ს.
კვლევა დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID).