საქართველოდან 88,5 ათასი ადამიანი ემიგრირებულია

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალები საქართველოს უფრო ხშირად ტოვებენ, ვიდრე მამაკაცები

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი ადამიანი შეადგინა, მათი უმრავლესობა რუსეთში გაემგზავრა (21,7%). მეორე ადგილზე საბერძნეთია. ამ ქვეყანაში საცხოვრებლად  საქართველოდან ემიგრანტთა საერთო რიცხვის 15,9% წავიდა. მესამე ადგილზე თურქეთია (11,2%). ძირითადად საქართველოდან ქალებმა განიცადეს ემიგრაცია-54,6%.

საუბარია საქართველოს იმ მცხოვრებლებზე, რომლებიც 20010წლის 1 იანვრიდან მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად წავიდნენ საქართველოდან და 12 თვეზე მეტი არ დაბრუნებულან.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე მეტი იმიგრანტი რუსეთიდან არის

საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ 13 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 15%-ით შემცირდა და 3,7 მილიონი ადამიანი შეადგინა. აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკვლევისას გაითვალისწინეს ოჯახების შემადგენლობა, მათი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, მცხოვრებთა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება, დასაქმება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ყველა ახალი ამბავი
0