მართვადი ქაოსი საქართველოში - ლალი მოროშკინა სააკაშვილის გეგმების შესახებ საუბრობს

© Photo: courtesy of T. Chochuaლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაციის „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელწიფოსთვის“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ Sputnik-თან საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პირველი პირი საქართველოში ქაოსის შექმნასა და მის მართვას შეეცდება.

ლალი მოროშკინა: ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ  სააკაშვილი უკრაინაში არა თუ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, არამედ სწორედ იქ დაასრულებდა პოლიტიკურ კარიერას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მას აქვს რთული სიტუაცია. გუშინწინდელი მისი მდგომარეობა ამას ცხადყოფს, როცა მასთან არ მივიდნენ ჟურნალისტები და იძულებული გახდა „სელფით“ ჩაეწერა მიმართვა, სადაც პოროშენკოს სთხოვს ტანკების შეყვანას ოდესაში. გუშინდელი დღე იმითაც გახდა მნიშვნელოვანი, რომ ოდესის მოსახლეობა დაუპირისპირდა, საქმე ცემა-ტყეპამდეც კი მივიდა. ამ ფონზე ის ცდილობს შექმნას მართვადი ქაოსი საქართველოში. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: სააკაშვილი უკრაინაში გავლენას კარგავს

– ვისი დახმარებით?

— სამი ჯგუფი არსებობს დღეს, რომელიც ამას აკეთებს. პირველი — სააკაშვილის ამნისტიით 2013 წელს ციხეებიდან გამოვიდნენ მძიმე დამნაშავეები — პედოფილები, მკვლელები და ყაჩაღები. ეს ადამიანები ასრულებენ სააკაშვილის დავალებას; მეორე ჯგუფია პარტიის ახალგაზრდული ფრთა, და მესამე — ნაცმოძრაობის ის წევრები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ. აქ დიდი რაოდენობით შავი ფული ტრაილებს. ეს ჯგუფები ძალიან კარგად არიან დაფინანსებული. მათი გეგმა კარგადაა გაწერილი. ასევე მიაქვთ პირდაპირი იერიში ბიძინა ივანიშვილზე და წერტილოვან დარტმებს აყენებენ ადამიანს, რომელიც მათთვის ყველაზე დიდ ბოროტებას წარმოადგენს, რადგან სწორედ ივანიშვილმა დაშალა დანაშაულებრივი რეჟიმი 2012 წელს. ბიძინა ივანიშვილი დარტყმის ობიექტია და სწორედ იმიტომ ხდება ეს დესქტრუქციული ქმედებები ბოტანიკურ ბაღში. სამართლდამცველებმა ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა იმუშაონ.  ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც ადამიანს ყველაფრის უფლებას აძლევ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში თავისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია

– წინსაარჩევნოდ ვითარება დაიძაბება? შეძლებენ ისინი რეალური ქაოსის შექმნას?

— წინასაარჩევნო პერიოდისთვის ყველაფერი კეთდება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არიოს ქვეყანაში ვითარება, მივიდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ბიძინა ივანიშვილი მიიყვანონ მძიმე მდგომარეობამდე. მის ფსიქიკაზე მუშაობენ, ხან ყვირილია, ხან ცემა-ტყეპა ბოტანიკურ ბაღში და ნელ-ნელა უახლოვდებიან მის სასახლეს. ეს არის დესტრუქციული ქმედება, რაც დასჯადია ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ჩვეულებრივი ხულიგნობა, რომელიც ასევე დასჯადია. 

– უკრაინა თუ საქარველო? დარჩება სააკაშვილი უკრაინაში, თუ მისი სამიზნე კვლავ საქართველო გახდება?

— უკრაინაში მას აღარ დაედგომება, ბოლო პლაცდარმი არის საქართველო. ამერიკაში ვერ ჩადის, ევროპა მას არ იღებს, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს, რათა არიოს სიტუაცია საქართველოში. იმისთვის, რომ ქუჩები ალში არ იყოს გახვეული და საქმე ცემა-ტყეპამდე არ მივიდეს, დღესვე უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა პოლიციამ, უშიშროებამ, კონტრდაზვერვამ, რათა დესტრუქციული ქმედებები შეაჩერონ. 

– მმართველ პარტიაზე — „ქართული ოცნებაზე“ რას იტყვით?

— „ოცნება“ უნდა გამოვიდეს ლეთარგიული ძილიდან. არ გამოვრიცხავ, მოხდეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ დაშლა ჯგუფებად. ერთი ჯგუფია, რომელიც მართლაც საქმეს აკეთებს და მეორე, რომელმაც 4 წელი პარლამენტში ძილის მეტი არაფერი აკეთა. ვფიქრობ, „ოცნების“ დაშლა კარგი იქნება. დღეს ამ პარტიაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც შეუძლია ძალიან ჯანსაღი ძალის შემოკრება ირგვლივ. ვფიქრობ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც სამომავლოდ გაჰყვება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. 

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0