- ბატონო კობა, როგორ აფასებთ საარჩევნო გარემოს და როგორი პროგნოზი გაქვთ მომავალი პარლამენტის შემადგენლობაზე?
— მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ბარიერი საკმაოდ დაწეულია, მისი გადალახვის შანსი აქვს პოლიტიკური პარტიების ძალიან მცირე ჯგუფს. ამ ეტაპზე არამარტო არასაპარლამენტო ოპოზიციის, არამედ იმ ძალების შესაძლებლობებივინც პარლამენტში არიან, ძალიან მოკრძალებულია. ვგულისხმობ კოალიციიდან გამოსულ სუბიექტებს. დღეს,ძალიან ცოტაა პარტიები თავისი მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიით; ჩვენ გვყავს პერსონიფიცირებული ჯგუფები, რომლებიც იგივდებიან არა პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, არამედ პერსონებთან,ერთეულ ადამიანებზე ორიენტირებულპოლიტიკურჯგუფებს კი მომავალ არჩევნებში ბარიერის გადალახვის ძალიან მცირე შანსები აქვთ. უცნაური ტენდენციაა, რომ ამბიცია აქვთ ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არ აქვთ რეიტინგი. ამ დროს აქვთ პრეტენზია, მართონ ქვეყანა. ეს რომ შეძლო უნდა გქონდეს იდოლეოგია, პოლიტიკური ალღო, შესაბამისი განათლება, მკაფიო წარმოდგენები, როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და რაც მთავარია მომზადებულ პროფესიონალთა ჯგუფი. მარტო ამბიცით ქვეყანა არ იმართება.
- მომავალი პარლამენტის შესახებ გკითხეთ…
— სავარაუდოდ, მივიღებთ ისეთ პარლამენტს, სადაც წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 3-4 პოლიტიკური ჯგუფი. რა გადაჯგუფებები და შერწყმა მოხდება წინსაარჩევნოდ, ამის თქმა ძნელია. საერთო სურათის ფონზე უნდა ითქვას, რომ ჩვენს პოლიტიკოსებში ჭარბობს სიხისტე, ნაკლებია მოქნილი, კომპრომისის მქონე პოლიტიკოსები. რაც ყველაზე ცუდია, ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენები აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე. ამით ზარალდება ზოგადად პოლიტიკური პროცესები.
— თქვენი პარტია როგორ ემზადება არჩევნებისთვის?
— „სოციალ დემოკრატიული “პარტია არის თანამშრომლობის რეჟიმში „ქართულ ოცნებასთან“. მემორანდუმს ხელი ჯერ კიდევ 2013 წელს მოვაწერეთ. სავარაუდოდ ეს ურთიერთობა გაგრძელდება. რა ფორმით და რა სახეს მიიღებს,ეს წინასაარჩევნოდ დაზუსტდება. გადაწყვეტილი გვაქვსჩვენი კანდიდატების წამოყენება მაჟორიტარულ ოლქებშიც. ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიგვიღია. ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა და ჩვენს მიზნებსაც მაშინ დავსახავთ.
თენგიზ ჩოჩუა