არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკრიტიკეს

CC0 / Pixabay / AJEL / კანონი და მართლმსაჯულება
კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის კრიტერიუმები დაასახელეს, რომელთა თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს ორმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2015 წლის პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამანადგურებელი ანგარიში წარმოადგინეს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქვეყანაში მართლმსაჯულების მთავარ მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს. ძირითადად ის დაკავებულია მოსამართლეების დანიშვნით, დისციპლინარული დარღვევების გამო მათი სასჯელს დაწესებით და მათთვის სპეციალურ გამოცდების ჩატარებით. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭო საქალაქო, რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ბიუჯეტისა და ფორმირების საკითხებს წყვეტს.

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის  საბჭოს მუშაობის მონიტორინგს 2015 წელს ატარებდნენ და ძირითადი მათი პრეტენზიები საბჭოს მუშაობის თაობაზე არასაკმარისად ღია ინფორმაციასთან არის დაკავშირებული.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
„განხეთქილების მოსამართლე“

მათი აზრით, 2015 წელს საბჭოს გამჭვირვალობა არ ეყო არც მოსამართლეთა გამოცდების შეფასებისას, არც მოსამართლეთა დანიშვნისას, არც სხვა სასამართლოებში მათი გადაყვანისას. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონმდებლობაშიც ხარვეზები აღმოაჩინეს.

„მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა საბჭოს საქმიანობაში, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო, ბუნდოვანი საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით“,-ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვან ნაკლად მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობა მიაჩნიათ. საბჭოს ეს  მოსამართლეთა შერჩევის თავისი საკუთარი პროცედურისა და კრიტერიუმების დადგენის შეუზღუდავ უფლებებს ანიჭებს, და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშიშროებას ქმნის, აღნიშნავენ ისინი.

ასევე  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სერეიოზულ პრობლემას საბჭოს შიგნით ინტერესთა შესაძლო კონფლიქტში ხედავენ, რომლის არიდება მან 2015 წელს ვერ შეძლო.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია დიდი დაგვიანებით იდება, რაც მასმედიის მუშაობას ხელს უშლის.

ნინო გვენეტაძე - Sputnik საქართველო
იყვნენ თუ არა გამოცდებზე გულახდილნი მომავალი მოსამართლეები, იუსტიციის საბჭო გაარკვევს

საქართველოს სასამართლო სისტემა დიდი ხანია უკმაყოფილების საგანს წარმოადგენს როგორც არასამთავრობო სექტორისათვის, ასევე პრეზიდენტისათვის და ოპოზიციისათვის. ყველაზე მკაფიოდ ეს გასული წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მოსამართლის ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ გამოჩნდა. თავის დროზე მან განაჩენების მთელი რიგი  გამოიტანა, რომლებიც შემდეგ გასაჩივრდა.

აპრილის დასაწყისში საქართველოს  რამოდენიმე ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მასშტაბური კომპანიის „სამართლიანობა ითხოვს“  დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

ყველა ახალი ამბავი
0