თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს, იცოდნენ თუ არა მოსამართლეობის კანდიდატებმა, რომლებიც საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებდნენ, სწორი პასუხები წინასწარ, განაცხადა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო გვეტაძემ.
იმის თაობაზე, რომ მოსამართლეობის კანდიდატებმა წინასწარ იცოდნენ სწორი პასუხები, ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელმა მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. კონკურსანტების ვინაობა, ვინც გამოცდები 2015 წლის ნოემბერში ჩააბარა, ჯერჯერობით უცნობია.
„ეს ახვლედიანის გადაწყვეტილება იყო, არ მოეტანა იუსტიციის საბჭოში და ასე ღიად არასამთვრობო ორგანიზაციების წინაშე დაეყენებინა. ჩვენი რეაქცია არის ასეთი, — შესწავლის პროცესის შემდეგ ინფორმაცია იქნება საჯარო,“ — განაცხადა ნინო გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ვითარების გამოსარკვევად ამჟამად საქმე მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განიხილება და პროკურატურა ჩართული არ არის.
საკვალიფიკაციო გამოცდა მოსამართლეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა. ტარდება როგორც ზოგადი გამოცდა, ისე სპეციალობების მიხედვით — სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში.
გამოცდა ორ ეტაპად ტარდება: ტესტირება და პრაქტიკული ამოცანის შესრულება.
ურთიერთობების ახვლედიანსა და საბჭოს შორის 2015 წლის დეკემბერში დაიძაბა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, ახვლედიანმა გვენეტაძისა და საბჭოს წევრების გადადგომა მოითხოვა.
ახვლედიანის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში მურუსიძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, ისეთ გახმაურებულ საქმეებზე გამოიტანა განაჩენი, რომლებიც შემდეგ გასაჩივრდა.