ევროკომისარმა საქართველოში სასამართლო სისტემა შეაფასა

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო, მართლმსაჯულება. საარქივო ფოტო.
სასამართლო, მართლმსაჯულება. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნილს მუიჟნიეკსმა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ წინა სტრიქტურული პრობლემები ჯერ კიდევ სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის ფუნქციონირების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ეფექტურობისათვის.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს სასამართლო სისტემაში თვალნათელი პროგრესია, თუმცა აუცილებელია მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის შენარჩუნება, ნათქვამია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარის ნილს მუიჟინიეკსის  (Nils Muiznieks)-ის დასკვნით შენიშვნებში.

შენიშვნები გაკეთდა მუიჟინიეკსის ვიზიტის ფარგლებში საქართველოში — 2015 წლის 9-13 ნოემბერს, რომლის მსვლელობისას იგი აფასებდა  2014 წლის მოხსენებაში არნიშნული რეკომენდაციების შესრულებას. 

სასამართლო რეფორმებმა საქართველოში გარკვეული დადებითი შედეგი გამოიღეს. კერძოდ, პროკურატურის ორგანოების გავლენა შესუსტდა, გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალეობის ხარისხი და გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემა არასრულწლოვანთა მიმართ, ნათქვამია დასკვნაში. 

სასამართლო - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსამართლეები სასამართლო სისტემაში შესწორებების წინააღმდეგ გამოდიან

ამასთან ადრინდელი სტრუქტურული პრობლემები ჯერ კიდევ სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და სასამართლო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ნათქვამია შეტყობინებაში. 

აღნიშნა რა მოსამართლეთა გარე და შიდა ზეწოლისაგან დაცვის მნიშვნელობა, ევროსაბჭოს კომისარმა მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას შემოიღონ საქმეთა შემთხვევითი გადანაწლიების პროცედურა მოსამართლეებისათვის.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: სააკაშვილი საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირებას ცდილობს

გარდა ამისა, მუიჟნიეკსის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხეების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შექმნის საკითხი, ნათქვამია დასკვნაში. 

მუიჟნიეკსი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს  ზიზღის, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის, გენდერული ან რელიგიური კუთვნილების ნიადაგზე დანაშაულზე და დანაშაულის განაცხადზე  რეაგირების გაუმჯობესებას. 

ევროკომისარი ადამიანის უფლებათა პრინციპებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას იძლევა მსოფლიო რელიგიურ კონფესიებთან დიალოგში მონაწილეობაზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0