საქართველოს მოსამართლეები სასამართლო სისტემაში შესწორებების წინააღმდეგ გამოდიან

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესწორებებს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ“. შესწორებები მოსამართლეებს შორის საქმეების განაწილების ცვლილებებსა და ინსპექტორის ინსტიტუტის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარულ წარმოებას განახორციელებს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. მოსამართლეთა უმეტესობა საქართველოს სასამართლო სისტემაში შესწორებების შეტანას არ ეთანხმება. შესწორებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მუსურიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი განიხილავს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ შესწორებებს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ“. შესწორებები მოსამართლეებს შორის საქმეების განაწილების ცვლილებებსა და ინსპექტორის ინსტიტუტის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინარულ წარმოებას განახორციელებს.

მოსამართლეები, რომლებმაც შესწორებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღებამდე მათ მოსმენას სთხოვენ.

 „ჩვენ გვაქვს შენიშვნები, რომლებიც სასამართლოების დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს. ვითხოვთ, რომ მოგვისმინონ, რადგანაც მოსამართლეთა კორპუსში აბსოლუტური უმრავლესობა ამ შესწორებებს არ ეთანხმება“, — განუცხადა მუსურიძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესწორებები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მოსამართლეთა მიუკერძოებლობისთვის გარანტიების შესაქმნელად არის აუცილებელი.

შესწორებების მიღების შემთხევაში, მოსამართლეებს კონკურსის შედეგების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებიდან შეარჩევენ და მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღარ დანიშნავს. ამასთან, მოსამართლეებს საქალაქო (რაიონული) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა თავად შეეძლებათ.


ყველა ახალი ამბავი
0