თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრედიზენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუღლესთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, პარიზში გამართული გამოფენა „ძველი საქართველო“ მოინახულა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ გვერდზე.
საფრანგეთში გამართულ გამოფენაზე ფრანგი მოგზაურების მიერ საქართველოში გადაღებული სურათები იყო გამოფენილი.
საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესტან ერთად ასევე დაესწრო კონცერტის რეპეტიციას, სადაც საფრანგეთში მცხოვრებმა ქართული დიასპორის პატარა წარმომადგენლებმა ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
„ქართული საღამო“ პარიზში „ქართველთა კულტურის კერა ლაზის“ ორგანიზებით გაიმართა. ასოციაცია „ქართველთა კულტურის კერა ლაზი“, რომელიც 2009 წელს დაარსდა, საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება.