საქართველოსა და რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო, ევროპის ჩემპიონატი
ძიუდო, ევროპის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და რუსეთის ნაკრები გუნდები, რომლებმაც პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალის გუნდურ შეჯიბრებაში შეხვდებიან ერთმანეთს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა და ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების ფინალში გავიდა, იუწყება სააგენტო „რ-სპორტი“.

მეორე ნახევარფინალში კი საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ნაკრებს სძლია. 

ვარლამ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ძიუდოში მედლები კვირას გათამაშდება. რუსი სპორტსმენები ოქროს მედლისთვის ქართველ ძიუდოისტებს შეებრძოლებიან, ბრინჯაოს პრიზიორები კი ჩეხეთი-პოლონეთისა და აზერბაიჯანი-საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრების შედეგად გამოვლინდებიან.

მანამდე ფინალში გავიდნენ რუსი ქალი ძიუდოისტები. ნახევარფინალში მათ ფრანგი ძიუდოისტი ქალები დაამარცხეს.  ფინალში რუსი ძიუდოისტები პოლონელებს შეებრძოლებიან.


ყველა ახალი ამბავი
0