რით გააოცებს ეროსი რამაზოტი თაყვანისმცემლებს

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიПевец Эрос Рамазотти
Певец Эрос Рамазотти - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც იტალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა განაცხადა, დღევანდელი კონცერტი ნაადრევად გარდაცვლილ ამერიკელ მომღერალ პრინცს ეძღვნება.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დღეს მსოფლიოში ცნობილი მომღერალი  ეროსი რამაზოტი კონცერტს სპორტის სასახლეში გამართავს. იტალიელი ვარსკვლავის კონცერტი, რომელიც სპორტის სასახლეში ტარდება, საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.  

Maroon 5 - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia მელომანებს მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეკრებს

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto — აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. სცენაზე აჟღრდება მომღერლის ცნობილი სიმღერები: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone… 

“კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რა თქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, — განაცხადა რამაზოტიმ.

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუ ელოდება.  ეროსი რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

როგორც იტალიელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა განაცხადა, დღევანდელი კონცერტი ნაადრევად გარდაცვლილ ამერიკელ მომღერალ პრინცს ეძღვნება.


ყველა ახალი ამბავი
0