თბილისური უქმეები: 22-24 აპრილი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკაფე თბილისში
კაფე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხიბლავი რამაზოტი, მოსკოველი პოეტების მიერ წაკითხული ლექსები საქართველოზე, თბილისური სტრიტ-არტი, სალსა და ლიტერატურულ-მუსიკალური ვნებების მთელი ფესტივალი - და ეს ყველაფერი არაა, რითიც შეგიძლიათ გაერთოთ ამ უქმეებზე თბილისში!

პარასკევი, 22 აპრილი

გალერეა „ბაიაში“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თბილისელი სტრიტ-არტ მხატვრის გიორგი გაგოშიძის გამოფენა შეგიძლიათ დაათვალიეროთ. გამოფენაზე ამ ახალგაზრდა და ორიგინალური ფერმწერის ყველაზე ფანტასტიკური და ურბანული პეიზაჟებია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე მოხვედრა 5 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ. 

კინოაფიშა - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 21-24 აპრილს

სალსა, ბაჩატა, კიზომბა — ცეცხლოვანი ცეკვები, რომელიც ასე მოსწყურდა თქვენს გონებასა და სხეულს, MagtiClub-ში 19 საათზე გელოდებათ. აქ თბილი ატმოსფეროთი, ცეკვებითა და სასიამოვნო ურთიერთობებით დატკბებით. შესვლა ყველასთვის თავისუფალია!

ტრადიციულად, პარასკევის საღამოს თბილისელი დიჯეების შესრულებით ელექტრონული მუსიკა NightOffice-ში გელოდებათ. დასაწყისი 22:00 საათზე. თქვენთვის დაუკრავენ Kvitata, Dubbster, ThreeG, GigaKhucishviliდა CEZK. როგორც ყოველთვის, მოქმედებს Face/Age Control!

შაბათი, 23 აპრილი

მეტის გაგება არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ხელოვნებაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ აიწყოთ ფოტოგრაფის წარმატებული კარიერა და გახდეთ პროფესიონალი, შეგიძლიათ რუსი ფოტომხატვრის ნატალია ბლიცენის მასტერ-კლასზე. ორდღიანი სემინარი ფოტოგრაფის პროფესიის საიდუმლოებების შესახებ 11:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება. ჩაწერა აუცილებელია. დეტალები იხილეთ აქ!

GIPA-ს ინსტიტუტის სტუდენტების ხელნაკეთი ნივთების წინასააღდგომო გამოფენა ესთეტიკისა და ქველმოქმედების ყველა მოყვარულს იწვევს. აქ გელოდებათ ორიგინალური საავტორო აქსესუარები, სამკაულები, სუვენირები, სურათები, ფოტოები და აღდგომის დღესასწაულის ატრიბუტიკა, ასევე სასიამოვნო მუსიკა, უგემრიელესი ბურგერები და გლინტვეინი. მიღებული სახსრები მთლიანად ლეიკემიით დაავადებული ხუთი წლის ნანუკა დოლიძის მკურნალობას მოხმარდება. ბაზრობა 12-დან 18 საათამდე მუშაობს. იჩქარეთ სიკეთის ქმნა! 

Maroon 5 - Sputnik საქართველო
პროექტი Check in Georgia მელომანებს მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეკრებს

საქართველოს შესახებ მოსკოველი პოეტების ოლგა სოროკინასა და ალექსეი გუსევის ლექსების მოსმენა შეგიძლიათ საღამოზე „დაბრუნება საქართველოში“. ავტორების საქართველოსადმი მიძღვნილი ლექსების გარდა პოეტური საღამოს პროგრამაშია ლექსები სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე და საკუთარი გზის პოვნაზე. ღონისძიება გაიმართება WineStore&Barrels-ში (აღმაშენებლის 15) 19:00 საათზე.

კვირა, 24 აპრილი

საგაზაფხულო და სააღდგომო სუვენირები, სამკაულები და დეკორის საგნები — ამ ყოველის ნახვა და შეძენა ბაზრობა Handmade Spring-ზე შეგიძლიათ. ის სათნოების სახლ „კათარზისში“ Craftisi-ს ოსტატთა ჯგუფის ინიციატივით გაიმართება. შემოსული თანხა მოხუცებულთა და უპოვართა უფასო სასადილოებს მოხმარდება.

სუვენირებისა და სამკაულების გარდა ბაზრობის სტუმრებს შეუძლიათ შეიძინონ ხელნაკეთი კოსმეტიკა, საპონი, განვითარებისთვის განკუთვნილი თოჯინები, სანთლები, ღია ბარათები, ასევე დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული ნაკეთობები. გარდა ამისა, გამოფენაზე იქნება მეჰენდის — სხეულის ინით მოხატვის ძველი აღმოსავლური ხელოვნების ოსტატი, რომელიც ბაზრობაზე მისულ სტუმრებს დახვეწილ ტატუაჟს შესთავაზებს. ბაზრობა 13:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მისამართი — დავით აღმაშენებლის გამზ. 121.

ყველას, ვინც ძველი ნივთებისადმი გულგრილი არ არის, „დედა ენის“ ბაღში TbilisiFleaMarket, ანუ თბილისის „ძველმანების ბაზარი“ 12:00-დან 19:00 საათამდე ეპატიჟება. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველაზე იშვიათი, ორიგინალური, მივიწყებული, მაგრამ არა დაკარგული ნივთები, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ და გამოგადგებათ. სხვათა შორის, ყოველთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ თბილისის „ძველმანების ბაზარს“ თუ რამე გაქვთ საინტერესო შესათავაზებელი.  

ხელნაკეთი ნივთები - Sputnik საქართველო
თბილისში ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა გაიმართება

შეუდარებელი ეროს რამაზოტი — თბილისში! ცნობილი იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი საქართველოს დედაქალაქს პირველად სტუმრობს. ის სპორტის სასახლეში იმღერებს. რამაზოტის კონცერტი პროექტის Check in Georgia ფარგლებშია ორგანიზებული, რომელიც ასევე რობი უილიამსის, Maroon 5-ისა და ხოსე კარერასის კონცერტებს გვპირდება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე.

სამი დღე წიგნისა და მუსიკის მოყვარულთათვის

მელომანებისა და ლიტერატურის თაყვანისმცემლებისთვის ამ უქმეებზე დიდი ზეიმია დაგეგმილი — საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“. ის დედაქალაქის ფილარმონიაში გაიმართება და თავის არენაზე პოპულარულ მუსიკოსებსა და ლიტერატორებს შეკრებს.

მრავალ წიგნთან და დიდ ფასდაკლებებთან ერთად სტუმრებს ქართველ შემსრულებელთა ცოცხალი კონცერტები და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება ელოდებათ.

კერძოდ, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გამოვლენ მუსიკოსები რეზო კიკნაძე, შოთა ადამაშვილი, ასევე ბენდებიTheBearFox, GreenRoomft. DatoLomidze, LadyHeroine, TheBlackMarrows, Backwarmer და სხვები. 

მკითხველთან შეხვედრებს მოაწყობს სხვადასხვა მწერალი, მთარგმნელი და რედაქტორი. მათ შორის არიან დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, მერაბ ფიფია, თამთა კვიჟინაძე, ანა ჭაბაშვილი და სხვ.

ღონისძიების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

დასწრება თავისუფალია, არ გამოტოვოთ!

SPUTNIK-ი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0