თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ხელნაკეთი ნივთების საზეიმო ბაზრობაზე, რომელიც თბილისში 24 აპრილს გაიმართება, წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო და სააღდგომო სუვენირები, სამკაულები და დეკორის საგნები, განუცხადეს Sputnik-ს ორგანიზატორებმა.
ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით Handmade Spring სათნოების სახლ „კათარზისში“ გაიმართება. გამოფენის ინიციატორია ოსტატთა ჯგუფი Craftisi.
სუვენირებისა და სამკაულების გარდა, ბაზრობის სტუმრებს შეეძლებათ შეიძინონ ხელნაკეთი კოსმეტიკა, საპონი, განვითარებისთვის განკუთვნილი თოჯინები, სანთლები, ღია ბარათები, ასევე დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებული ნაკეთობები.
„გურმანებს ელოდებათ თაფლაკვერები, კექსი და მინი-სენდვიჩებიც კი. ბაზრობის თითოეულ სტუმარს შეუძლია, მის მიერ მოწონებულ ოსტატს მისცეს ხმა, ხოლო ბოლოს გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება“, — განუცხადა Sputnik-ს გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა კუბეცოვამ.
გარდა ამისა, გამოფენაზე იქნება მეჰენდის — სხეულის მოხატვის ძველი აღმოსავლური ხელოვნების ოსტატი, რომელიც ბაზრობაზე მისულ სტუმრებს დახვეწილ ტატუაჟს შესთავაზებს.
ღონისძიებაზე შემოსული თანხა მთლიანად მოხუცთა და უპოვართა უფასო სასადილოებს გადაეცემა.
ბაზრობა 13:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. მისამართი — დავით აღმაშენებლის 121.