ნავთობის ფასმა წლევანდელ მაქსიმუმს მიაღწია

© photo: Sputnik / Виктор Филатовნავთობის საქაჩი
ნავთობის საქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში კომერციული მარაგების ზრდისა და მოპოვების 2014 წლის მინიმუმამდე დაცემის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სტატისტიკა პროგნოზებზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდის დინამიკა ხუთშაბათს სუსტია, თუმცა, როგორც ვაჭრობის მონაცემებიდან ჩანს, გუშინ 2016 წლის ახალი მაქსიმუმი დადგინდა.

დილით Brent–ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე ივნისის ფიუჩერსები 0,02%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 45,81 დოლარს მიაღწია. ხოლო WTI–ს მარკის ნავთობზე ივნისის ფიუჩერსების ფასმა 0,01%-ით მოიმატა და 44,18 დოლარი შეადგინა.

ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
ირანისა და საუდის არაბეთის განცხადებით, ნავთობის ღირებულება იკლებს

აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნავთობის კომერციულმა მარაგებმა (სტრატეგიული მარაგის გამოკლებით) ერთ კვირაში 2.1 ბარელით მოიმატა და 538,6 მლნ ბარელი შეადგინა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის მოპოვება დღე–ღამეში 24 ათასი ბარელით შემცირდა, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„[აშშ–ში ნავთობის] წარმოების გუშინდელი მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიური იყო ნავთობის ფასებისთვის“, — უთხრა სააგენტო „ბლუმბერგს“ IG Ltd-ის ანალიტიკოსმა ანგუს ნიკოლსონმა.

თუმცა „შავი ოქროს“ ბაზარზე მიწოდების ჭარბი ნამატის შენარჩუნების თაობაზე ინვესტორთა შფოთვა კვლავაც აკავებს ნავთობზე ფასების ზრდას.

ნავთობის ჭაბურღილი - Sputnik საქართველო
აშშ–ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების ფონზე ნავთობის ფასი იზრდება

ამ ფონზე ვაჭრობის მონაწილეებმა ყურადღება მიაქციეს ერაყის ნავთობის მინისტრის ფაიად ალ–ნიმას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს შეუძლიათ მაისში რუსეთში შეიკრიბონ, რათა ნავთობის მოპოვების დონის გაყინვის საკითხზე იმსჯელონ. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ნოვაკმა განმარტა, რომ ჯერჯერობით ამის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. მისი თქმით, OPEC–ის ქვეყნები ჯერ ერთმანეთთან უნდა შეთანხმდნენ.

ნავთობმომპოვებელი ქვეყნები 17 აპრილს, ერ–რიადის პოზიციის გამო, ნავთობის მოპოვების დონის გაყინვის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. ერ–რიადი შეთანხმებაში მონაწილეთა უფრო ფართო წრის ჩართვას მოითხოვდა. კერძოდ, საუბარი იყო ირანზე, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ დოკუმენტზე ხელს მხოლოდ მას შემდეგ მოაწერდა, რაც სანქციებამდელ მოცულობაზე — დღე-ღამეში ოთხ მილიონ ბარელზე გავიდოდა. ამის გამო თეირანმა მოლაპარაკებებზე საკუთარი წარმომადგენელიც კი არ გაგზავნა. მოლაპარაკებების ჩაშლამ კი ბაზრის დაცემა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0