აშშ–ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების ფონზე ნავთობის ფასი იზრდება

© photo: Sputnik / Виктор Филатовნავთობის ჭაბურღილი
ნავთობის ჭაბურღილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„შავი ოქროს“ ფასი აქტიურად იზრდება აშშ–ის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემების ფონზე, რომელთა თანახმად შეერთებულ შტატებში მარაგები შემცირდა.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ნავთობის ფასები ოთხშაბათის ვაჭრობაზე აქტიურად გაიზარდა ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემების ფონზე, რომელთა თანახმად აშშ–ში მარაგები მოულოდნელად შემცირდა. ფასების ზრდას ასევე ხელს უწყობს აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების მოლოდინი.

ნავთობის გადაზიდვა - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ოქტომბერში 3,2 ათასი ტონით შემცირდა

დაახლოებით დილის 9 საათისთვის ჩრდილოეთის ზღვის Brent–ის მარკის ნავთობნაერთის ივნისის ფიუჩერსები ერთ ბარელზე 38,62 დოლარამდე გაიზარდა. WTI მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსების ღირებულებამ კი ერთ ბარელზე 36,87 დოლარს მიაღწია.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მოხსენების თანახმად, აშშ–ში ნავთობის მარაგები გასულ კვირაში 4,3 მლნ ბარელით შემცირდა, და ეს მაშინ, როცა ანალიტიკოსები 3,2 მლნ ბარელით ზრდას ვარაუდობდნენ.

ახლა ბაზრის მოთამაშეთა ყურადღება შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზეა გამახვილებული, რომელიც ნავთობის მარაგებზე ინფორმაციას ოთხშაბათს დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ნავთობის კომერციული მარაგები 1 აპრილს დასრულებული ერთი კვირის განმავლობაში 3,15 მლნ ბარელით გაიზარდა და 537,95 მლნ ბარელი შეადგინა, ხოლო გასულ კვირაში მარაგებმა 2,3 მლნ ბარელით მოიმატა და 534,8 მლნ ბარელი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0