საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ოქტომბერში 3,2 ათასი ტონით შემცირდა

© photo: Sputnikნავთობის გადაზიდვა
ნავთობის გადაზიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან — 29,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,5%-ს შეადგენს.

თბილისი,16 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი, სექტემბერთან შედარებით, 3,2 ათასი ტონით შემცირდა და 99,5 ათასი ტონა შეადგინა, — იუწყება საქართველოს ნავთობის იმპორტიორთა კავშირი.

„მიმდინარე წლის ოქტომბრერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  99,5 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  41,2  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 58,3  ათასი ტონა“, – განაცხადეს კავშირში.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 

A-91 რეგულარი — 25,9  ათასი ტონა (62,9%)  

A-95 პრემიუმი — 14,5 ათასი ტონა (35,2%)  

A-98 სუპერი — 0,8 ათასი ტონა (1,9%)

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მიმდინარე წლის ოქტომბერში შეადგინა: 

50PPM (ევრო დიზელი) — 22,2 ათასი ტონა (38,1%)

L-62 დიზელის საწვავი — 36,1 ათასი ტონა (61,9%)

2015 წლის ოქტომბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან — 29,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,5%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი  — 25,9 ათასი ტონა (26,1%),  ბულგარეთი —  22,1 ათასი ტონა (22,2%), თურქმენეთი  — 12,4 ათასი ტონა (12,5%), რუსეთი — 6,3 ათასი ტონა (6,3%),  საბერძნეთი — 3,4 ათასი ტონა (3,4%).

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2014 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტმა 903,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელზე (855,9 ათასი ტონა) 47,6 ათასი ტონით (5,3%–ით) მეტია. მათ შორის ბენზინის იმპორტმა 373,9 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავისამ — 529,6 ათასი ტონა.  

 

ყველა ახალი ამბავი
0