საქართველოში შინაპატიმრობას გამოიყენებენ

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიელექტრონული სამაჯური
ელექტრონული სამაჯური - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაპატიმრობა, როგორც ალტერნარიული სასჯელის ზომა, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე უკვე არსებობს, მაგრამ აქამდე მას კონტროლის საშუალებების არქონის გამო არ იყენებდნენ.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში 20 აპრილს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი გაიხსნება, რომლიდანაც შინაპატიმრობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების თვალთვალს განახორციელებენ.

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ასაკის მიხედვით პატიმართა მკაფიო დაყოფა არსებობს. ციხეში მხოლოდ ის მოზარდები ხვდებიან, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს.

შინაპატიმრობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში 2016 წლის დასაწყისში გაჩნდა, მაგრამ მსჯავრდებულებზე თვალთვალის შესაძლებლობის არ არსებობის გამო სასჯელის ეს ზომა არ გამოუყენებიათ.

საქართველოში სისხლის სამართლი პაუხისმგებლობის ასაკია 14 წელი.

წინასწარი დაკავების იზოლატორი - Sputnik საქართველო
ევროსაბჭო საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

ციხის ალტერნატივა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ალტერნატიული სასჯელის რამდენიმე სახეს ითვალისწინებს, რომლებიც ზრდასრული დამნაშავეების მიმართ არ გამოიყენება.

ასეთი სასჯელები შეიძლება იყოს მოზარდის გარკვეულ საათებში სახლიდან გამოსვლის ან რომელიმე ადგილის ან ადამიანის სტუმრობის შეზღუდვა. ალტერნატიულ სასჯელად აგრეთვე საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოების შესრულება ან ჩადენილის გამოსწორება შეიძლება ჩაითვალოს. ასევე არასრულწლოვანმა წერილობითი გაფრთხილება შეიძლება მიიღოს. შინაპატიმრობას რაც შეეხება, ის ექვსი თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. მთელ ამ დროს მსჯავრდებულმა მოზარდებმა ელექტრონული სამაჯურები  უნდა ატარონ, რომლებიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრში სიგნალს გადასცემენ. ალტერნატიული სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვნებს ნასამართლეობა ეხსნებათ.

კოლონია - Sputnik საქართველო
65-70 წლის ზევით ასაკის პატიმრები შეიძლება გათავისუფლდნენ

მოზარდების ციხე

პრობაციის სამინისტრო იმ არასრულწლოვანთა პატიმრობაში ყოფნის წესების შეცვლას აპირებს, რომლებმაც მძიმე დანაშაულებები ჩაიდინეს, განაცხადა უწყების უფროსმა კახა კახიშვილმა.

ამისათვის საქართველოში ახალი ტიპის გამოსასწორებელ დაწესებულებას ააშენებენ, რომელშიც 14-დან 21 წლამდე დამნაშავეებს მოათავსებენ. იქ ორი ფლიგელი იქნება — სრულწლოვანთათვის და მოზარდებისათვის.

ამ დაწესებულებაში მყოფ ყველა პატიმარს სკოლაში ან პროფსასწავლებელში განათლების მიღება, ენის შემსწავლელ კურსებზე და კომპიუტერულ კლასში სიარული, სპორტით დაკავება შეეძლებათ. სამინისტრო ასევე დროულ სამედიცინო მომსახურებას პირდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
საია: უვადო პატიმრობამისჯილის საქმეს სასამართლომ უნდა გადახედოს

სიახლე  მოზრდილთათვის

პრობაციის სამინისტრო მოზარდებისათვის შინაპატიმრობის შემოღებაზე გაჩერებას არ აპირებს. საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დროში შევა. ამის გარდა, იმ პატიმართათვის ციხის აშენება იგეგნება, რომელთაც თავისუფლებაზე გასვლამდე ნახევარწლამდე დარჩათ. ასეთ მსჯავრდებულებს თავისუფლებაზე გასასვლელად მოამზადებენ და საამქროებში მუშაობის შესწავლით პროფესიას მიაღებინებენ.

სტატისტიკა

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თებერვლის მონაცემებით 9,7 ათასი პატიმარი იმყოფებოდა (ბრალდებულები და მსჯავრდებულები), მათგან 33 არასრულწლოვანი.

ამ დროს 14-დან 16 წლამდე ასაკის მხოლოდ ხუთი პატიმარი და 28 —16-დან 18 წლამდე ასაკის.

საქართველოში 18-დან 21 წლამდე ასაკის პატიმრების რაოდენობა-259, მათგან ხუთი ქალი.

ამჟამად არასრულწლოვანი პატიმრები საქართველოს სამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებიან.

ყველა ახალი ამბავი
0