საია: უვადო პატიმრობამისჯილის საქმეს სასამართლომ უნდა გადახედოს

გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, გადახედოს კანონს უვადო პატიმრობის თაობაზე.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. უვადო თავისუფლების აღკვეთის სრული გაუქმება არასწორი იქნება თუნდაც დანაშაულის შემდგომი პრევენციის თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საქმის გადახედვის ეფექტური მექანიზმი, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გამცემლიძემ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, გადახედოს კანონს უვადო პატიმრობის თაობაზე.

კათოლიკოს–პატრიარქის თქმით, თუ პატიმარი გამოსწორების გზას დაადგება, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე ციხიდან გამოვა. 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პატიმრობის 20 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოები მიმართვის შემთხვევაში ვალდებული არიან გადახედონ უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირის სასჯელს და თუ ეს მიზანშეწონილი იქნება, ის  გაათავისუფლონ. თუმცა იყო კონკრეტული საქმე, სადაც ჩვენ საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები გაგვიჩნდა, რადგან ერთადერთი კრიტერიუმი, როდესაც პატიმარს უარი ეთქვა, იყო ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი და არ იქნა გათვალისწინებული, რამდენად მოხდა მისი რესოციალიზაცია“, — აღნიშნა გიორგი გამცემლიძემ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკლესია უვადო პატიმრობის წინააღმდეგია

აქედან გამომდინარე, გიორგი გამცემლიძის თქმით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს იმას, რომ 20 წლის შემდეგ უვადოპატიმრობამისჯილი პირის საქმე გადასინჯოს არა სამინისტროსთან არსებულმა საბჭომ, არამედ სასამართლომ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, უვადო პატიმრობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს. საქართველოში არ არსებობს სიკვდილით დასჯის მუხლი.

ყველა ახალი ამბავი
0