თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, გადახედოს კანონს უვადო პატიმრობის თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოში არ არსებობს სიკვდილით დასჯის მუხლი.
„მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ მოვლენას. ჩვენთან არიან პატიმრები, რომლებსაც ეწოდებათ უვადო პატიმრები. იმათ ყოველგვარი იმედი დაკარგული აქვთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან, დაუბრუნდებიან თავის ოჯახებს, სამშობლოს და საქმეს.
ვადო პატიმრობა მძიმე ტვირთია, ეს მეტად მძიმეა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერი არ არსებობს ფიზიკურ სამყაროში, უვადო მარტო ღმერთია“, — ბრძანა ილია მეორემ.
კათოლიკოს–პატრიარქის თქმით, თუ პატიმარი გამოსწორების გზას დაადგება, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე ციხიდან გამოვა.