პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს

© Pixabay / Alexas_Fotosბზა
ბზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლხური ბზა, როგორც გადაშენების პირას მყოფი მცენარე, წითელ წიგნშია შეტანილი. სწორედ ამიტომ საქართველოს პატრიარქი და გარემოს დაცვის სამინისტრო მოგვიწოდებენ, არ მოვჭრათ ბზა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ბზობის დღესასწაულის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ და ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მოწოდებით — „ნუ მოჭრი ბზას!“ მიმართეს.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
მართლმადიდებლური დღესასწაულები აღდგომამდე და სააღდგომო ტრადიციები

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ რომ ბზობის დღეს სანერგე მეურნეობებშიც და ეკლესიებშიც საკმარისი რაოდენობით გაიყიდება დღესასწაულისთვის სპეციალურად გამოყვანილი მცენარე.

დღეს კოლხეთის ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტ Cydalima perspectalis–ს, ანუ ბზის პეპლისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გავრცელებული დაავადების გავრცელების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს.

„თუ სახლში ვინმეს აქვს ბზის დაზიანებული ბუჩქი, შეგვიძლია მივცეთ რეკომენდაცია, როგორ მოუაროს მას და გამრავლებაშიც დავეხმარებით. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ ადამიანებმა არ მოჭრან ბზა ტყეებში და მხოლოდ სპეციალურად გამოყვანილი მცენარეებით ისარგებლონ“, — ციტირებს სააგენტო "ნოვოსტი გრუზია" ტყის მოვლისა და აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნათია იორდანიშვილს.

მთის მდინარე - Sputnik საქართველო
კოლხური ბზა გადაშენების პირასაა

ბზის მოვლისა და გამრავლების თაობაზე სპეციალისტების რეკომენდაციებითა და რჩევებით დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა „ფეისბუქის“ სპეციალურ გვერდზე შეუძლიათ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბზის მოჭრაზე კონტროლი გაამკაცრა. საჯარიმო სანქციები 200–დან 500 ლარამდე მერყეობს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზარალი 1000 ლარს გადააჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეც აღიძვრება და მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც დაეკისრება.

აპრილში ტყის ეროვნული სააგენტო ბზის დაზიანებული უბნების ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებას იწყებს. დამუშავდება იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის 400 ჰა ტერიტორია.

ყველა ახალი ამბავი
0