თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. დაავადება „ბზის დამწვრობა“ შესაძლოა საქართველოში კოლხური ბზის გადასენების მიზეზი გახდეს, განიცხადეს პრესისი წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში.
კოლხურ ბზას განადგურება უცნობი დაავადებისა და გავრცელებული პარაზიტის ბზის ალურას (Cydalima perspectalis) გამო ემუქრება. დაავადება, რომელსაც „ბზის დამწვრობა“ უწოდეს, პირველად 3-4 წლის წინ გაჩნდა. იგი მცენარის სრულ ხმობას იწვევს.
„მაშინ სპეციალისტებმა შეისწავლეს ეს დაავადება მაგრამ ვერ შეძლეს ეფექტური რეკომენდაციების მოცემა. წელს ამ დაავადებას კიდევ ბზის ალურა დაემატა. პარაზიტი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო თვეებში“, —განაცხადეს ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
„ბზის დამწვრობა“ აჭარიდან გავრცელდა და 100%-ით გაანადგურა მცენარეები რეგიონის დაცულ ტერიტორიებზე. დაავადება სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებზეც გადავიდა. ყველაზე ნაკლებად აღმოსავლეთ საქართველოა დაზარალებული.
აგვისტოში საქართველოში უკრაინელი ექსპერტები მოიწვიეს, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიაწვდიან რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამოკვლევის შედეგები გახდება ცნობილი.
ტყის სააგენტოს თანამშრომლებმა მოაგროვეს ბზის ჯანმრთელი თესლები, რომლითაც შექმნეს სპეციალური თესლების ბანკი, ასევე ხელოვნურად გაამრავლეს ის.
„იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტები ვერ შეძლებენ მოიძიონ ეფექტური საშუალება ბზის გადასარჩენად, მოგვიწევს ფიქრი ამ სახეობის გადარჩენაზე, ამიტომაც გავატარეთ ასეთი პრევენციული ზომები“, — განაცხადეს უწყებაში.