გამარჯობათ, ეთერშია „კირპიჩი“

© photo: Sputnik / Тиханов / გადასვლა მედიაბანკშირადიოსადგური
რადიოსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 აპრილს რადიომოყვარულთა მსოფლიო დღე აღინიშნება. 1925 წელს სწორედ ამ დღეს დაარსდა რადიომოყვარულთა საერთაშორისო კავშირი. ალექსანდრ სვიაზინი, სპეციალურად Sputnik-სთვის.

ამბობენ, საბჭოთა კავშირში კერძო სალაპარაკო და მუსიკალური რადიო არ არსებობდა. ამას ძირითადად ისინი ამბობენ, ვისაც ინფორმაცია არ აქვს, ან სიმართლის დამალვა სურს. სინამდვილეში მაშინ ყველა ქალაქში არსებობდა რამდენიმე რადიოსადგური, რომლებიც თითქმის მთელი დღისა და ღამის განმავლობაში მაუწყებლობდნენ.  

Россия сегодня - Sputnik საქართველო
რადიოკონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი" - განაცხადების მიღება გრძელდება

დიახ, მაუწყებლობდნენ რეგლამენტისა და ნებართვის გარეშე, არაპროფესიონალურად, მაგრამ სამაგიეროდ უახლეს მუსიკალურ პროგრამებს გადასცემდნენ. ეთერში თავისუფლად შეგეძლოთ მოგესმინათ ვლადიმირ ვისოცკისა და არკადი სევერნის სიმღერები. ეს მაშინ იგივე იყო, რაც დღეს რომელიმე საიდუმლო ტორენტზე სულ რაღაც ოცი წუთის წინ უპოპულარულესი მომღერლის მიერ გაკეთებული ჩანაწერის აღმოჩენა. თუმცა ეს შედარება მთლად კორექტული არ არის. ვისოცკი ხრინწიანი ხმით იჭრებოდა საბჭოთა ეთერში, რითიც ყველა კანონს არღვევდა — ფიზიკის კანონებსაც კი, როგორც მაშინ ეჩვენებოდა ბევრს. ამას ვერაფერს უხერხებდა ვერც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი, ვერც „კა–გე–ბე“ და ვერც ელექტროკავშირის სამსახური. და, აბა, რომელ ტორენტზეა საერთოდ საუბარი?! 

„ლაპარაკობს მურმანსკი, ეთერშია „კირპიჩი“ — ისმოდა ათასობით კილომეტრზე და საშუალო სიხშირის რადიოტალღებს საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკა აფეთქებდა. რადიომსმენელებს, დაწყებული კალინინგრადიდან, დამთავრებული ვლადივოსტოკით, შეეძლოთ რადიომიმღების სახელური დაეტრიალებინათ და… არა, „მაიაკისა“ და „ამერიკის ხმის“ საცნობს კი არა, ცენზურის კონტროლიდან გასულ რადიოსადგურს გადაწყდომოდნენ. ეს ნადვილი ფენომენი იყო, რომლის პიკიც 60–70-იან წლებზე მოდიოდა და რამაც საბჭოთა ხელმძღვანელობა აიძულა, დათმობებზე წასულიყო და რადიომოყვარულებისთვის სპეციალური სიხშირეები გამოეყო ეთერში.  

როსია სეგოდნია - Sputnik საქართველო
მედია–საინფორმაციო სააგენტო РОССИЯ СЕГОДНЯ რადიოკონკურსს აცხადებს

რადიოსადგურის ამოქმედება და ეთერში საკუთარი საცნობის გაშვება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ვინც ჩვეულებრივ ლამპებიან მიმღებს გადამცემად აქცევდა. განსაკუთრებით მარჯვეები ამას ერთ საათში აკეთებდნენ, მერე ანტენას დგამდნენ, მაგნიტოფონში კასეტას ან ბობინას ჩადებდნენ და თავს ნამდვილ დიჯეებად… პარდონ, როგორც მაშინ იტყოდნენ, რადიოწამყვანებად გრძნობდნენ. 

ცდილობდნენ, ეთერში პოლიტიკაზე არ ელაპარაკათ. ისედაც მთელი ელექტროტექნიკის — უთოსიც კი — ნებისმიერ მომენტში ჩამორთმევის საფრთხე არსებობდა საბჭოთა ეთერის დანაგვიანების გამო. თუ ფანჯრებქვეშ პელენგატორს შენიშნავდი (რადიოსადგურის აღმომჩენი ხელსაწყო — რედ.), საქმე ცუდად იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ რადიოსადგურს მალე დაგიხურავდნენ. 

ბევრი დახურეს, ბევრ რადიოწამყვანს ლეგალურ რადიოსამოყვარულო ეთერში გადასვლა შესთავაზეს, ბევრი გადავიდა და არც ინანა. 

ახლაც რადიოეთერში მკაცრი ამოსაცნობები ისმის. რადიომოყვარულები კავშირს სხვადასხვა კონტინენტებთან, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებთან, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ექსპედიციების მონაწილეებთან ამყარებენ. 

მრავალფეროვან მუსიკალურ რადიოსადგურებს უკვე დიდი ხანია თავისთავად არსებულად აღვიქვამთ. თითქმის აღარავის ახსოვს, რომ ამგვარ ცოცხალ ეთერს საფუძველი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იმათ ჩაუყარეს, ვინც რადიოხულიგნების სახელით იყვნენ ცნობილი და რომელთა ამოსაცნობები ჩვენ დროშიც კი ისმის საშაუალო სიხშირის დიაპაზონზე — ეთერში კვლავინდებურად მუშაობს „კირპიჩი“.


ყველა ახალი ამბავი
0