მედია–საინფორმაციო სააგენტო РОССИЯ СЕГОДНЯ რადიოკონკურსს აცხადებს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკში"როსია სეგოდნია"
როსია სეგოდნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
Россия Сегодня რადიომაუწყებლობის სფეროში საერთაშორისო კონკურსს სახელწოდებით „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ იწყებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რუსეთის, დსთ–სა და ბალტიისპირეთის რადიოარხების წამყვანებსა და კორესპონდენტებს.

თბილისი, 28 იანვარი —Sputnik. საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня რადიომაუწყებლობის სფეროში საერთაშორისო კონკურსს სახელწოდებით „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ იწყებს. კონკურსი „სოვინფორმბიუროს“ შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნება, რომელმაც შემდგომში არაერთ მსხვილ საინფორმაციო სააგენტოს დაუდო სათავე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რადიოარხების წამყვანებსა და კორესპონდენტებს, რომლებიც რუსეთის, დსთ–სა და ბალტიისპირეთის ტერიტორიებზე მაუწყებლობენ. განაცხადების მიღება 2016 წლის 1 თებერვალს დაიწყება და 2016 წლის 15 აპრილამდე გასტანს. 

რადიოკონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ მიზანია დამწყები ჟურნალისტების  მხარდაჭერა, დარგის ტრადიციების მემკვიდრეობითობისა  და პროფესიონალი კადრების ფორმირების უზრუნველყოფა. 

„ვფიქრობ, რომ ეს „როსია სეგოდნიას“ ძალიან საინტერესო აქციაა. სასურველია, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების, ინდივიდუალობის გამოვლენა და არავითარ შემთხვევაში არ გაიმეორონ ლევიტანი. უნდა ანახონ, როგორ წაიკითხავდა ცნობას ლევიტანი, იმ მომენტში მიკროფონთან რომ იჯდეს. კი არ უნდა მიბაძონ, არამედ ინტერპრირება უნდა მოახდინონ. ლევიტანის ხმაში მთელი ორკესტრი ჟღერდა, იგრძნობოდა მისი დამოკიდებულება სამშობლოსა და ადამიანებისადმი. სტუდიაში ჩვენ ხშირად მოუთმენლად ველოდით ფელდეგერს ცნობით, რომელსაც იური ბორისის ძე მაშინვე კითხულობდა. ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბებს რუსულ ენაზე  მხოლოდ ის კითხულობდა. როცა ადამიანები გამუდმებულ საფრთხეში იყვნენ, როცა ფრონტზე ქმრები, შვილები და მამები იბრძოდნენ — ჩვენს ინფორმაციას ძალიან ელოდებოდნენ. არ ვიცი, რას შევადარო ეს, სიტყვის ეს წარმოუდგენელი ძალა და მისი მიწოდების მნიშვნელობა“, — განაცხადა ჟიურის თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა და რადიოწამყვანმა, უცხოური მაუწყებლობის ვეტერანმა ლეონიდ სიგანმა. 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია განაცხადის შევსება და ერთ–ერთი ისტორიული ქრონიკის ჩაწერა „საბჭოთა ინფორმბიუროსგან“, რომლებიც იური ლევიტანს აქვს წაკითხული 1945 წლის გაზაფხულზე. 

ისტორიული ქრონიკების ტექსტები გამოქვეყნებულია საიტზე 9may.ru რუბრიკაში „საბჭოთა ინფორმბიუროსაგან“. საკონკურსო ნამუშევარი აუცილებელია გადაეგზავნოს საორგანიზაციო კომიტეტს მისამართზე levitan@rian.ru.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი ნამდვილი პროფესიონალი არსებობს. დიდი სურვილი გვაქვს, მათ შესახებ ბევრი იცოდნენ. „როსია სეგოდნია“ ახლა ამის შანსს იძლევა. ეს არის შანსი იმისა, რომ თქვენი ხმა გაიგონონ — პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა განაცხადს ყურადღებით მოუსმენს და გააანალიზებს ექსპერტთა ჯგუფი. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები შორტ–ლისტში შევლენ. ნიჭიერ, პროფესიონალ თავებს ნამდვილად შეამჩნევენ“, —თქვა ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ, Россия Сегодня–ს რუსული მაუწყებლის დირექციის ხელმძღვანელმა ალექსეი ორლოვმა. 

ლაურეატებს გამოავლენს კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ რუსეთის რადიოსამაუწყებლო ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეები და მედიაექსპერტები. 

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს დიპლომს, სამახსოვრო სტატუეტს და ფულად პრიზს 50 ათასი რუბლის ოდენობით. კონკურსის პრიზიორებს გადაეცემათ დიპლომები და ფულადი პრიზები. საპრიზო ფონდი შეადგენს 30  და 20 ათას რუბლს მეორე და მესამე ადგილებისთვის — შესაბამისად. 

კონკურსის ლაურეატებს ჟიური 2016 წლის 5 მაისს დაასახელებს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 2016 წლის 24 ივნისს გაიმართება მოსკოვში, საერთაშორისო მედიაფორუმის „ისტორია იწყება ახალი ამბებით“ ფარგლებში. 

საერთაშორისო რადიოკონკურსის „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ თაობაზე სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საიტზე ria.ru/75, სპეციალურ რუბრიკაში, რომელიც „სოვინფორმბიუროს“ 75 წლისთავს ეძღვნება. 

ჟიურის შემადგენლობა:

• ჟიურის თავმჯდომარე — ჟურნალისტი და რადიოწამყვანი, უცხოური მაუწყებლობის ვეტერანი, იური ლევიტანის თანამშრომელი 1945 წლიდან, ლეონიდ სიგანი;

• ტელერადიომაუწყებლობის ვეტერანი, რსფსრ–ის დამსახურებელი არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი ვიქტორ ბალაშოვი;

• ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კომუნიკაციის, მედიისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, „ვალდაის“ კლუბის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის საბჭოს    თავმჯდომარე ანდრეი ბისტრიცკი;

• სახელმწიფო მუსიკალური ტელერადიო ცენტრ „ორფეოსის“ გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა გერასიმოვა;

• რადიო– და ტელეწამყვანი, პრემია „ოვაციის“, „რადიომანიისა“ და „პოპოვის პრემიის“ მფლობელი მარგარიტა მიტროფანოვა;

• ტელერადიომაუწყებელთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ედუარდ საგალაევი;

• ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის ფედერაციის კულტურის დამსახურებული მუშაკი ვიქტორი სამარინი;

• „რუსეთის რადიოს“ გენერალური დირექტორი ვიაჩესლავ უმანოვსკი;

• რსფსრ–ის დამსახურებული არტისტი, რსფსრ–ის სახალხო არტისტი ანა შატილოვა.

 Россия Сегодня საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც გახლავთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, აწონილ–დაწონილი და ობიექტური გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე არსებული შეხედულებების მიწოდება და მათი ინფორმირება. მსსРоссия Сегодняწარმოადგენს შემდეგი სააგენტოების საინფორმაციო რესურსების ხაზს: РИА Новости, Р-Спорт, РИА Недвижимость, РИА Рейтинг, ИноСМИ. 

Россия Сегодня ლიდერია ციტირების მიხედვით რუსულ მედიასაშუალებებს შორის და თანდათან ზრდის საკუთარი ბრენდების ციტირებას უცხოეთში. სააგენტო ციტირების მიხედვით ასევე ლიდერობს რუსეთის სოციალურ ქსელებსა და ბლოგოსფეროში. 


ყველა ახალი ამბავი
0