რადიოკონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი" - განაცხადების მიღება გრძელდება

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშიРоссия сегодня
Россия сегодня - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როსია სეგოდნია“ ატარებს კონკურსს რადიომაუწყებლობის სფეროში „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“, რომელიც „სოვინფორმბიუროს“ შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნება.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საერთაშორისო რადიოკონკურსზე „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“, რომლის ორგანიზატორიც არის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“, განაცხადების მიღება ერთ თვეში დასრულდება.

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ მუშაობას კონკურსის ექსპერტთა საბჭო შეუდგება, რომელიც შორტ-ლისტს შექმნის. 2016 წლის 20 აპრილს შორტ-ლისტში შესულ 10 მონაწილეს დაასახელებენ, ხოლო 25 აპრილს ნამუშევრები კონკურსის ria.ru/75-ის საიტზე საკონკურსო სექციაში გამოქვეყნდება. ლაურეატებს 2016 წლის 5 მაისს გამოავლენს კონკურსის ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთის რადიომაუწყებლობის ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეები და მედიაექსპერტები.

დიქტორი დავით სოკოლოვი - Sputnik საქართველო
დავით სოკოლოვი: “ერთხელ გადაცემის წაყვანა ძილში დავიწყე“

დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში ივნისის თვეში გაიმართება. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს დიპლომს, სამახსოვრო მცირე ქანდაკებას და ფულად პრიზს 50 ათასი რუბლის ოდენობით. კონკურსი „სოვინფორმბიუროს“ შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნება, რომელმაც შემდგომში არაერთ დიდ საინფორმაციო სააგენტოს დაუდო სათავე.

„რადიო — მსმენელთან ურთიერთობის ყველაზე ლაკონური და სუფთა საშუალებაა, რადგან შენი მხოლოდ ხმა, სიტყვები და ინტონაცია ისმის და ნებისმიერი სიყალბე, განსაკუთრებით, პირდაპირ ეთერში, ყოველთვის გამჟღავნდება. ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთ პროექტებს, როგორც რადიოკონკურსია „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“, რომლის მიზანიც დამწყები ჟურნალისტების მხარდაჭერა, დარგის ტრადიციების მემკვიდრეობითობისა და პროფესიონალი კადრების ფორმირების უზრუნველყოფაა“, — განაცხადა კონკურსის ჟიურის წევრმა, „რუსეთის რადიოს“ გენერალურმა დირექტორმა ვიაჩესლავ უმანოვსკიმ.

კონკურსისადმი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
რუსეთში, დსთ–სა და ბალტიისპირეთში კონკურსი „ვლაპარაკობთ, როგორც ლევიტანი“ დაიწყო

კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადები უკვე შვიდი ქვეყნიდან შევიდა. მონაწილეები სხვადასხვა თაობის „რადიოშნიკები“ და დამწყები ჟურნალისტები არიან, რომელთა ასაკიც 22-დან 69 წლამდეა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რადიოარხების წამყვანებსა და კორესპონდენტებს, რომლებიც რუსეთის, დსთ–ისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიებზე მაუწყებლობენ. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია განაცხადის შევსება და „სოვინფორმბიუროს“ ერთ–ერთი ისტორიული ქრონიკის ჩაწერა, რომლებიც იური ლევიტანს აქვს წაკითხული 1945 წლის გაზაფხულზე. საკონკურსო ნამუშევარი აუცილებელია გადაეგზავნოს საორგანიზაციო კომიტეტს მისამართზე levitan@rian.ru 2016 წლის 15 აპრილამდე.

„როსია სეგოდნია“ — საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, დაბალანსებული და ობიექტური გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე არსებული შეხედულებების მიწოდება და მათი ინფორმირება. МИА Россия Сегодня წარმოადგენს სააგენტოს საინფორმაციო რესურსების РИА Новости, Р-Спорт, РИА Недвижимость, РИА Рейтинг, ИноСМИ ხაზს.

„როსია სეგოდნია“ ლიდერია ციტირების მიხედვით რუსულ მედიასაშუალებებს შორის და თანდათან ზრდის საკუთარი ბრენდების ციტირებას უცხოეთში. სააგენტო ციტირების მიხედვით ასევე ლიდერობს რუსეთის სოციალურ ქსელებსა და ბლოგოსფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0