თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში „ტოტალური კარნახი“ გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიკარნახის წერა
კარნახის წერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს სიახლეა "ტოტალური კარნახის" ფარგლებში ჩატარდება ტესტირება რუსულში - როგორც უცხო ენაში.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ყოველწლიური საგანმანათლებლო აქცია — “ტოტალური კარნახი“ ჩატარდება 16 აპრილს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 16:00 საათზე. „ტოტალური კარნახის“ მკითხველი წელს რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა ქართული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და პუშკინის მედლის ლაურეატი — ნატალია ბასილაია იქნება. ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორები თავის ოფიციალურ გვერდზე იტყობინებიან. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 200-მდე სამეცნიერო მეთოდური ნაშრომის ავტორი ნატალია ბასილაია კარნახის ტექსტს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში წაიკითხავს N713 აუდიტორიაში. 

პირველად „ტიტალური კარნახის“ ფარგლებში, საქართველოში ტესტირებას ჩაატარებენ რუსუ

რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
რუსული ენის შესწავლის მსურველთათვის კურსები გაიხსნა
ლში — როგორც უცხო ენაში და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

გარდა ამისა, აქციის ფარგლებში, განსაკუთრებით გამორჩეულ მონაწილეებს ინდივიდუალურ სერტიფიკატებს გადასცემენ. 

მოხალისეთა კარნახის იდეა ყველა მსურველისათვის ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაჩნდა 2000-იანი წლების დასაწყისში. „ტოტალური კარნახის“ მთავარი პრინციპია უფასო, ნებაყოფილობითი და ანონიმური (სურვილის მიხედვით) მოინაწილეობა, პროფესიული მიდგომა დაწერილი ტექსტის შემოწმებისა და შეფასებისადმი, ორგანიზატორთა და საექსპერტო კომისიის ნებაყოფილობითი მუშაობა ანაზღაურების გარეშე. 


ყველა ახალი ამბავი
0