რუსული ენის შესწავლის მსურველთათვის კურსები გაიხსნა

© Russian-Georgian Public Center of E.M. Primakovრუსული ენის კურსები
რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი რუსული ენის შესწავლის მსურველთათვის კურსების ორგანიზებას იწყებს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. თბილისში დაიწყო ახალგაზრდებისთვის რუსული ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე განცხადებების მიღება, იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი.

სწავლება ორ ჯგუფად ჩატარდება — ენის ცოდნის დონის მიხედვით — საშუალო და მაღალი დონის ჯგუფებში. 

მსურველებს შეუძლიათ გააგზავნონ ანკეტა საკონტაქტო ინფორმაციით და ფოტო ელ-ფოსტაზე iirgeo@hotmail.com. განაცხადები მიიღება 2016 წლის 4-დან 10 აპრილამდე. 

რუსული ენის კურსები - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ენის შესწავლაზე მოთხოვნა იზრდება

რუსულ-ქართული/ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. 

ფონდის მიზანია — ქართულ-რუსული ურთიერთობების იმ რთული საკითხების გადაწყვეტა, რომელიც ორივე მხარის საზოგადოებას აღელვებს. ცენტრის ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე. 


ყველა ახალი ამბავი
0