თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების მანძილზე მოახერხა რუსეთთან დამოკიდებულებაში დაძაბულობის ნაწილობრივ განმუხტვა, თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ ტელეკომპანიებთან შეხვედრისას.
ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირება საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის ბოლოდან ნელ-ნელა მოგვარდა. მას შემდეგ, რუსულ ბაზარზე კვლავ გამოჩნდა ქართული პროდუქცია. დღეს რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.
„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩვენ შევძელით რუსეთთან ტემპერატურის დაწევა. დღეს ჩვენ ქვეყანაში იმ დონის სტაბილურობა გვაქვს, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას უფრო სწრაფად და დინამიურად განვითარდეს და ეს არ მომხდარა ჩვენი დასავლეთის ორიენტაციის სულ მცირე კომპრომისის ხარჯზეც კი“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
დაძაბულობა მცირდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე კამათს ეხება, დასძინა პრემიერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ წინააღმდეგია რუსეთის მიმართ აგრესიული რიტორიკის.
„ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლებისათვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია პრიორიტეტად რჩება და ეს ჩვენი ხალხისა და ჩვენი ამომრჩევლების მთავარი პრიორიტეტი და დაკვეთაა. არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უარი თქვას ამ დაკვეთაზე, მარგამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებათა ნებისმიერ ფორმატში დასავლეთ პარტნიორებთან, ჩვენ უნდა ვიყვიროთ, რომ ჩვენკენ ტანკების ლულებია მომართული და სნაიპერები უმიზნებენ ავტობანზე მოძრავ ტრეილერებს“, —თქვა კვირიკაშვილმა.