პრემიერი თსუ-ის სტუდენტებს არ შეხვდა, საპროტესტო აქცია გრძელდება

© сайт объединения "Аудитория 115"თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქცია
თსუ-ის სტუდენტების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის შენობასთანაც კი შეიკრიბნენ, მაგრამ პრემიერმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თსუ-ის სტუდენტებს, რომლებიც განათლების სისტემის რეფორმირებას ითხოვენ, არ შეხვდა, ამიტომ ისინი პაროტესტო აქციას აგრძელებენ. 

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს და მეექვსე კორპუსის შესასვლელი კარი აჭედეს. პროფესორების ნაწილმა, რომელთა ლექციებიც ჩაიშალა, მათ მხარი დაუჭირა. 

პარალელურად, აქცია პირველ კორპუსთანაც მიმდინარეობდა, რომელსაც სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები შეუერთდნენ. 

კვირიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით სტუდენტებმა უნივერსიტეტიდან მთავრობის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. სტუდენტები სკანდირებდნენ: „უნივერსიტეტს — ავტონომია, მეცნიერებას — პრიორიტეტი“. იქ მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. 

უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტი - Sputnik საქართველო
თბილისში სტუდენტური პროტესტი განახლდა

კანცელარიის შენობასთან სტუდენტები დაახლოებით ერთ საათს იმყოფებოდნენ, მაგრამ პრემიერი მათ არ შეხვდა. სტუდენტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან შალვა თადუმაძესთან შეხვედრა შესთავაზეს, მაგრამ სტუდენტებმა ამაზე უარი განაცხადეს. მიზეზად თადუმაძის საჭირო უფლებამოსილების არქონა დასახელდა. 

მთავრობის შენობის წინ სტუდენტებმა ბანერი გაშალეს: „ვითხოვთ განათლების რეფორმას“ და თავისი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. აქციაზე მუქარა გაისმა, რომ მეექვსე კორპუსი მანამდე იქნება აჭედილი, სანამ კვირიკაშვილი შეხვედრაზე არ მოვა.

ამჟამად სტუდენტები თსუ-ის მეექვსე კორპუსთან იმყოფებიან, სადაც პროტესტის აქცია გრძელდება. ისინი დაშლას არ აპირებენ. 

„აუდიტორია 115“-ის ძირითადი მოთხოვნები იგივე რჩება: რექტორის და აკადემიური საბჭოს არჩევის წესების შეცვლა, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სწავლის საფასურის შემცირება და სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმება. 

ასევე სტუდენტები მოითხოვენ იმ ლექტორების გადადგომას, რომელთა განათლების დონე მაღალ სტანდარტებს არ შეესაბამება და უნივერსიტეტში სპეცსამსახურების თანამშრომლების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. 

Facebook-ზე სტუდენტთა აქცია მიმდინარეობს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ. ისინი ფოტოებს ლოზუნგით „ავტონომია უნივერსიტეტს“ აქვეყნებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0