თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. იაპონიის სამხრეთ დასავლეთში, კუმამოტოს პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შემდეგ, 69 ადამიანია ევაკუირებული. იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით.
ქალაქ კუმამოტოში, გრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, გადაწყვეტილება მიიღეს საევაკუაციო პუნქტებად გამოყონ ყველა სახელმწიფო სკოლის შენობა.
პირველი დიდი მიწისძვრა 6,5 მაგნიტუდით, იაპონიის კუნძულ კიუსიუს კუმამოტოს პრეფექტურაში ხუთშაბათს მოხდა.
1:25 წუთზე შაბათს (20:25 საათზე პარასკევს თბილისის დროით) იმავე პრეფექტურაში მოხდა მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდამ 7,3 ბალი შეადგინა.
მეზობელ ოიტას პრეფექტურაში ასევე მოხდა მიწისძვრა მაგნიტუდით 5,3.
სულ მიწისძვრისშემდგომი რყევების ჩათვლით, კუმამოტოსა და ოიტას პრეფექტურებში 230-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.
სულ სტიქიური უბედურებების შედეგად, ბოლო ორი დღის მანძილზე დადასტურებულია 26 ადამიანის სიკვდილი. ხუთსაბათიდან კუმამოტოში 2 ათასამდე ადამიანი დაზარალდა. მათგან 171 მძიმე მდგომარეობაშია. 160 ათასამდე ოჯახი უშუქოდაა დარჩენილი.