თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ გაზარდოს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება ხელმოკლე ადამიანებისათვის, თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
საქართველოში ჯანდაცვის რეფორმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევაა, ამას მოწმობს სოციალური გამოკითხვები. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ სამედიცინო დაზღვევა ხელმისაწვდომი გახადა ყველა მოქალაქისათვის. სადაზღვევო პაკეტით, ხარჯების დიდი ნაწილს სახელმწიფო ფარავს ხოლო სამედიცინო მომსახურება ბავშვებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, უფასოა.
„ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის სფეროს მოდიფიკაციაზე მუშაობს, რათა იგი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საჭიროებებზე, ხოლო რესურსების გადანაწილება ისე ხდებოდეს, რომ ის მოქალაქეები რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება, უფრო დიდ სადაზღვევო პაკეტს იღებდნენ“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
პრემიერმა მოუწოდა მათ, ვისაც საკმარისი შემოსავლები აქვთ, მიბაძონ მას და ისარგებლონ კერძო დაზღვევით და არა საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით.
საქართველოს ხელისუფლება ასევე მუშაობს წამლებზე ფასების შემცირების პროგრამაზე.
„უკვე ხორციელდება პარტნოირობის მოდელი ჯანდაცვის სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის წამლებზე ფასემის შემცირების მიზნით. საქართველოში ახალი ფარმაცევტული საწარმოები აშენდება, რომლებიც პოპულარულ და მსოფლიოში აპრობირებულ მედიკამენტაბს აწარმოებენ“, — თქვა კვირიკაშვილმა.