პატრიარქი ხალხური მედიცინის განვითარების მოწოდებით გამოვიდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovპატრიარქის ორანჟერეა
პატრიარქის ორანჟერეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა დაიწყება, რომლებიც რეგისტრირებული და შემოწმებულია.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს ახალგაზრდებს ხალხური მედიცინის შესწავლისკენ და ამ ტრადიციის აღდგენისკენ მოუწოდა.

როგორც ილია მეორემ განაცხადა, საქართველოში 17 აპრილიდან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

„თქვენ იცით, ხალხური მედიცინა ჩვენთან უძველესი საუკუნეებიდან იყო და არის. განვითარებული იყო კარაბადინი, ხანდახან ამას ეწოდებოდა ხალხური მედიცინა, ხან სატაძრო მედიცინა, ან სამონასტრო მედიცინა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა საუბარი ჩვენს მინისტრთან, ჯანმრთელობის მინისტრთან და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ განვითარდეს ეს დარგი საქართველოში», — განაცხადა პატრიარქმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა წამალი რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება, აღნიშნა პატრიარქმა.

ყველა ახალი ამბავი
0